საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მსვლელობა თბილისის სურბ სარგის სამლოცველოსკენ |
სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი მარტიროსი ძის ხსენების დღე განსაკუთრებული სითბოთი აღინიშნება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. წელს ხალხის ყველაზე საყვარელი წმიდანთაგან ერთის - სურბ სარგისის დღესასწაული აღინიშნება 15 თებერვალს. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში 14 თებერვალს შესრულდა წინასადღესასწაულ მომლოცველთა მსვლელობის მონაწილეებმა საგალობლების შესრულებით გაიარეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მეტეხის ხიდით მიუახლოვდნენ „სურბ გევორგ“ ეკლესიას, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო ამჟამად არ მოქმედებს, ლოცვა აღავლინეს სამუშაოების წარმატებით დასრულებისათვის და გააგრძელეს მსვლელობა სამლოცველოსკენ. უძველესი სამლოცველოს ნანგრევებთან მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა აღავლინა ლოცვა. მომლოცველები დაბრუნდნენ „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც ისინი შეუერთდნენ ასობით სხვა მორწმუნეს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლეს თანახმად სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა ახალგაზრდობის კურთხევა. წმიდა მამამ ისაუბრა ქრისტიანული სარწმუნოებისათვი წინასადღესასწაულ 15 თებერვალს, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.სურბ სარგისის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა სხვა ეკლესიაში.
|