საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებამ მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინში“ მონაწილეობა მიიღო „სურბ ღევონდიანც“ მღვდელთა დღესასწაულში |
25 თებერვალს „სურბ ღევონდიანც“ მღვდელთა დღესასწაულზე, მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინში“, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრია დილით სამღვდელოებამ მთავარ საკათედრო ტაძარში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის წინამძღოლობით, მონაწილეობა მიიღო წმიდა წირვის ცერემონიაში. წირვა აღავლინა სევანის რეგიონის წაღკუნქის „სურბ სარგის“ და ცამაქაბერდის „სურბ გევორგ“ ეკლესიების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნშან სარგსიანმა, რომელმაც სათანადოდ იქადაგა დღესასწაულის საიდუმლოზე. ღვთისმსახურების შემდეგ გევორგიან სასულიერო სემინარიის სააქტო დარბაზში დაიწყო მუშაობა სამღვდელოების ტრადიციულმა კრებამ, რომლის განხილვის თემები იყო: „საკვირაო სკოლების მნიშვნელობა სათვოსტომოს ცხოვრებაში“ „სამღვდელო პირის მეუღლის როლი სამწყემსო მოღვაწეობაში“. შეკრების დასასრულს გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სპეციალური - „ყვავილოვანი ფილონის (სამოსის)“, ტარების უფლება უბოძა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ზოგიერთ მღვდელს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასიხარულოდ, გაცნობებთ, რომ „ყვავილოვანი ფილონის (სამოსის)“, ტარების უფლება მიენიჭათ საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან მღვდლებს ჰუსიკ ჰარუთიუნიანს, ნარეკ ღუშჩიანს და სამველ თოროსიანს. დაჯილდოების დასასრულს სასულიერო პირებს კვლავ საპატრიარქო დარიგებით მიმართა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრია საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოება, ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები გულწრფელად ულოცავენ ეპარქიის მღვდლებს მაღალი შეფასების მიღებისათვის და უსურვებენ ნაყოფიერ სასულიერო მოღვაწეობას.
|