სემინარი რუბრიკით - „არმენოლოგია“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (პასუხისმგებელი: გევორგ ანტონიანი) და სრ პრეზიდენტის აპარატთან არსებული სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის სულ ერთი წლის თანამშრომლობა აღინიშნა თბილისში რუბრიკით „არმენოლოგია“ სემინარის ჩატარებით, რომელიც ინიცირებული იყო აკადემიის სხვადასხვა განყოფილებების სტუდენტების მიერ. ამა წლის 16 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შემდგარი აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით თბილისელი სომეხი ახალგაზრდებისათვ სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან წარმოადგინა ცენტრისა და ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობა, ხაზი გაუსვა მსგავსი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას სომეხი ადამიანის იდენტობის სწორად ჩამოყალიბებაში. აუდიტორიამ, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე მომავალი აბიტურიენტები, ყურადღებით მოუსმინა ერევნიდან ჩამოსული აკადემიის სტუდენტთა გამოსვლებს, რომლებიც ეხებოდა სრ საგარეო პოლიტიკას, სრ-ში ტურიზმის განვითარებას, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს. დაწვრილებით ისაუბრეს ცნობილ სომეხ ადამიანებზე, მსოფლიოში სომეხი ადამიანის სახისა და მისი იდენტობის ფორმირებაზე. დასასრულს აკადემიი სტუდენტმა გაიანე ბეჯანიანმა აუდიტორიას წარუდგინა სრ სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის მოღვაწეობა, რომელიც მოქმედებს უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის ეგიდით, განმარტა აკადემიაში ჩარიცხვის, სწავლის და პრივილეგიებით სარგებლობის გარემოებები. სემინარის მონაწილე აკადემიის სტუდენტებმა ლილით ხურშუდიანმა, სოს ჰაკობიანმა, არტურ გრიგორიანმა, ტიგრან ელბაკიანმა და სხვებმა სიამოვნებით უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. იყო წინადადება მსგავსი სემინარებისთვის უწყვეტი ხასიათის მიცემის, აკადემიის სტუდენტებთან თანამშრომლობის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ახალგაზრდა ლიდერთა სემინარში აკადემიის სტუდენტთა ჩართვის. თბილისელი სომეხი ახალგაზრდების თანხლებით ერევნიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონს, ესტუმრნენ „გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლს“, დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობე
|