1geo

fb you od

პოეზია და ფერწერა შერწყმული ერთ პიროვნებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Arevshat

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 22 მარტს გაიმართა შეხვედრა ცნობილ მწერალსა და მხატვართან-არევშატ ავაგიანთან.შეხვედრას ამშვენებდა ცნობილი პოეტისა და მხატვრის გამოფენა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“კავშირის და საქართველოსომ მხატვართა კავშირის ერთობლივი ღონისძიებ მიზნად ისახავდა თბილისის საზოგადოებისათვის ხელოვნების პათოსით მცხოვრები და ახლის, მოწინავის აპოლოგეტის და ამის მატარებლის სომეხი შემოქმედის წარდგენას.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ გევორგ სნხჩიანმა. მან ისაუბრა არევშატ ავაგიანის განვლილ ცხოვრების გზაზე, მის პოეტურ 25 კრებულებზე, 90 ფერწერულ ნამუშევრებზე, გამოცემულ წიგნებსა და ორგანიზებულ გამოფენებზე.

ყველა გამომსვლელმა - პოეტმა მიქაელ ახტიანმა, პოეტმა-მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა, არევშატ ავაგიანი დაახასიათეს როგორც ავანგარდისტი შემოქმედი, ინოვაციური მიდგომით პიროვნება, აქტიური საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე ლიტერატურათმცოდნე, სრ კულტურის ფონდის დირექტორი და კულტურის პარლამენტის წევრი. ხაზი გაესვა მისი პოეზიის ქართული თარგმანების მაღალღირებულებას.

ღვაწლმოსილი ჟურნალისტი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა „ავანგარდ“გაზეთში, „გარუნ“ჟურნალში, ჯერ კიდევ ახალგაზრდული შემართებით აგრძელებს შემოქმედებას. მშობლიურ მიწაზე მყარად მდგომი მწერალ-მხატვრის სული ნავარდობს კოსმოსში და მიღებულ სულიერ ემოციებს ხან სიტყვით აბარებს ქაღალდს, ხან ფერებით ქმნის სადა, ღრმაშინაარსიან და ნათელი ფერებით ფილოსოფიურ ნახატებს.

უზარმაზარია არევშატ ავაგიანის მემკვიდრეობა, რომელიც შთაგონებულია სიყვარულით, მეგობრობით,დღევანდელობით და კოსმიურით. პოეტისთვის სომხურ-ქართულ მეგობრობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს,მას თავისი წვლილი აქვს შეტანილი სომხური ლიტერატურის ანთოლოგიის ორტომეულის შექმნის საქმეში, იგი არის ანთოლოგიის პროლოგის ავტორი.

საქართველოს მწერალთა კავშირიმდივანმა, ჟურნალ „ცისკარის“ რედაქტორმა ბაღათერ არაბულმა ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული მეგობრობის თაობებისთვის გადაცემას, გაიხსენა სომხეთის „გარუნ“ და საქართველოს „ცისკარი“ ჟურნალების თანამშრომლობა, რომლებმაც თითო ნომერი მიუძღვნეს სომხურ და ქართულ ლიტერატურებს.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები და, არევშატ ავაგიანის სახით, შეფასების სიტყვა წარმოთქვა სომეხი ინტელიგენტის სახეზე, ხაზი გაუსვა მის როლს სომხური კულტურის განვითარების, ეროვნული ღირებულებებ დაფასების, სომეხი ადამიანის სახის ახლებურად ჩამოყალიბების საქმეში. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული მეგობრობის განვითარების, კულტურათა, ხელოვნებათა დაახლოების საქმეში მათ მოღვაწეობას.

ღონისძიებას ამშვენებდნენ არევშატ ავაგიანის სომხური ლექსებით და მათი ქართული თარგმანებით ღვაწლმოსილი პედაგოგის როზა ზოჰრაბიანის მიერ შედგენილი ლიტერატურული მონტაჟი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლის, 103-ე და 104-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები, ერევნიდან ჩამოსული მუსიკოსის არსენ ჰამბარიანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლების შესრულებები.
 

IMGP2774 IMGP2784 IMGP2912 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)