1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრს გადაეცა პრიზი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gramota

28 მარტს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს, სომეხთა საერთაშორისო კონგრესისა და რუსეთის სომეხთა კავშირის მიერ ერთობლივად ჩატარებულ „სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ პრემიის 2013 წლის შედეგების შეჯამებისა და დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

2013 წლს კონკურსის მონაწილეთა შორის იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი. დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი.

სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ ყოველთა სომეხთა ყოველწლიურ კონკურსში  საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა ნომინაციში „სათვისტომოთა საუკეთესო სტრუქტურა“ მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი და პრემია.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, სამღვდელოების, ყველა თანამშრომლისა და თბილისის სომხური საზოგადოების სახელით ულოცავს „ჰაიარტუნ“ ცენტრის მთელ პერსონალს და უსურვებს მას ახალ შემოქმედებით წარმატებებს, საქართველოში ეროვნული კულტურის განვითარების, მშობლიური ენის გავრცელების და თაობებისათვის გადაცემის საქმეში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)