1geo

fb you od

პროფესორ ერნსტ არაქელოვის მასტერ-კლასი კონსერვატორიის სტუდენტების მონაწილეობით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

skripka

2014 წლ 30 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შემდგარი კონცერტის მთავარი მუსიკალური საკრავი ვიოლინო იყო, შემსრულებლები კი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სიმებიანი საკრავების კათედრის გამგის ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტები. „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ორგანიზებული ღონისძიების მიზი იყო მევიოლინის სპეციალობაარჩეული კონსერვატორიის სტუდენტთა მიერ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთა ნაწარმოებების ოსტატური შესრულებების ჩვენება.

პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის სტუდენტები - დავით ალექსანიანი, ტატა გვაზავა, სტელა მკრტჩიანი, მარიკა კასრაძე, მარიანა კირაკოზოვა, ელენე შაშიაშვილი, მიხეი ჩანგი და სხვები გამოვიდნენ ჯენკინსონის, კრეისლერის, მენდელსონის, ვაჟა აზარაშვილის, ჩაიკოვსკის, ედუარდ ბაღდასარიანის, სარასატეს და სხვათა ნაწარმოებების მშვენიერი შესრულებებით. ახალგაზრდა მევიოლინეები გამოდიოდნენ პიანისტ თეონა მიქელაძის აკომპანემენტით.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკატედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მადლიერების სიტყვით მიმართა მაესტროსა და მის სტუდენტებს, კლასიკური მუსიკის ასეთი ოსტატი შესრულებებისათვის.

ღონისძიებას წარუძღვებოდნენ რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ცნობილი პიანისტი ქრისტინე მეჰრაბიანი და საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი.

IMGP3417 IMGP3357 IMGP3433 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)