1geo

fb you od

ბავშვების უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

show

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში 5 აპრილს გაიმართა ცენტრის ესთეტიკური აღზრდის წრისა და „ TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW სტუდიის ერთობლივი ღონისძიება, რუბრიკით „ქაღალდის სამოსი“. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განხორციელებულმა მსგავსმა შოუმ დაიმსახურა ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების თბილი გამოხმაურება და მათივე თხოვნით წელსაც იქნა ორგანიზებული - მონაწილეთა მეტი რაოდენობით და უფრო ვრცელი გეოგრაფიით. ქაღალდის შოუ მიზნად ისახავს მეიორადი ქაღალდის მეშვეობით ბავშვების ფანტაზიის განვითარებას. ქაღალდის ტანსაცმელი ჰქონდა წარმოდგენილი 70 მონაწილეს, 86-ე,103-ე , 104-ე, 131-ე საჯარო სკოლებიდან და „ჰაიარტუნ“ ცენტრი ესთეტიკური აღზრდის წრიდან. შოუს საპატიო სტუმრები იყვნენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან ჩამოსული „ნარეკაცი“ ხელოვნების კავშირის შუშის ცენტრის „არტთერაპია“ წრის წევრები, ცენტრის დირექტორის მიქაელ სარგსიანის და მასწავლებელ ჰასმიკ ესაიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიება დაიწყო „მამაო ჩვენოთი“ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. მონაწილეებმა ლამაზი სიარულით და მოძრაობებით წარმოადგინეს თავიანთი ჩანაფიქრით, თითების ოსტატობით გაზეთის ქაღალდი, მუყაოთი, ფოლგის ქაღალდი, ქაღალდის ხელსახოცებით, ცელოფნის პარკები და სხვა მეორადი ნივთებით დამზადებული სამოსი - ქვედაბოლო, კაბა, ქუდი, სამკაულები. თითოეულ მონაწილ გამოსვლას ახლდა მასწავლებლის კომენტარი.

არცახელი სტუმრებს შოუ მიმდინარეობდა სომეხ პოეტთა ნაწარმოებებიდან ნაწყვეტების მხატვრული კითხვით, რაც უფრო გამომხატველ და შთამბეჭდავს ხდიდა მათ გამოსვლას.

სტუმრები, საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰააფიანი, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი სამველ თოროსიანი, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრები ქეთევან გაბუაშვილი, როზა კუხელაშვილი აღფრთოვანებით და გაოცებით ათვალიერებდნენ მოდის უჩვეულო ჩვენებას და მას უწოდეს ბავშვების ფანტაზიის განვითარების და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება.

ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მოულოცა წმიდა გრიგორ ლუსავორიჩის (განმანათლებლის) დღესასწაული. მან მაღალი შეფასება მისცა ესთეტიკოს თამარ სულხანიშვილის სამუშაოს, ბავშვებთან ლამაზის აღქმის მიმართულებით. ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა „ნარეკაცი“ ხელოვნების კავშირის შუში ქალაქის ცენტრთან „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლობას და არცახელი ბავშვების მონაწილეობას ღონისძიებაში.

ქაღალდის შოუს ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი და „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები.
 

IMGP3701 IMGP3722 IMGP3759

IMGP3727 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)