სომეხთა ეპარქიამ პატივი მიაგო 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას |
2014 წლის 9 აპრილს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან (ქვის ჯვარი) გადახდილ იქნა პარაკლისი. პარაკლისი გადაიხადა ეპარქიის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
პარაკლისის შემდეგ სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა შეკრებილ მრევლს და აღნიშნა სომეხთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. მან ბრძანა, რომ ორი ქრისტიანული ერი განსაცდელისა და სიხარულის ჟამს მუდამ გვერდიგვერდ უნდა იდგეს.
შემდეგ ეპარქიისა და მრევლის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს რუსთაველის გამზირი №8–ში მდებარე 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი. |