1geo

fb you od

„შენი წარსული თუ გავიწყდება, მომავალი გსჯის ....“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vunanyanc

15 აპრილს „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოში მცხოვრები სომეხი მწერლის, ფოტოგრაფი, «Armenian Art Hall» საიტის დამფუძნებელი დირექტორი ვალერი უნანიანცის „ვილ-ჟუივ კლინიკის პაციენტი“ წიგნის პრეზენტაცია, რომელიც სომხურ ენაზე თარგმნეს ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და არა ართიანმა. წიგნი საზოგადოებ წარუდგინა „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაციამ, სერიით - „თარგმნითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა“, და მოიცავს ავტორის ორ ნაწარმოებს: პიესას „ვილ-ჟუივ კლინიკის პაციენტი“ და რომანს „უჩვეულო ისტორია“. წიგნი ეძღვნება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს.

ღონისძიება ლოცვითა და კეთილი სურვილები გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა კომიტასის ტრაგიკულ ბედთან დაკავშირებული ეპიზოდების გაშუქებას და სომეხთა ეკლესიის წმიდანთა დასში შერაცხვის სამომავლო გეგმებს: „ჩვენ ვიცით, რომ კომიტასი არ იყო ფსიქიკურად დაავადებული ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია წმიდანად შერაცხვისათვის. მომავალ წლიდან ჩვენ კომიტასის და ჩვენ უდანაშაულო მოწამეთა მფარველობას ვითხოვთ ... ", - განაცხადა ეპარქიის ლიდერმა.

თბილისელ სომეხ საზოგადოებას წიგნის ავტორი, ნაწარმოების თარგმნის იდეა და თარგმნილი ნამუშევარი წარუდგინა პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა. მან მადლიერების სიტყვა უთხრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, საქართველოს სომხური კულტურისადმი ასეთი დიდი ყურადღების დათმობისათვის. ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ვალერი უნანიანცის პიესა „ვილ-ჟუივ კლინიკის პაციენტი“ შეაფასა როგორც ნიჭიერი მწერლიდა მახვილი თვალის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრის შერწყმა, რომელმაც პატარა ტილოზე შექმნა დროის რეალისტური გამოსახულება. "ეს წიგნი არ არის მხოლოდ მხატვრული ტრიუმფი, არამედ მოთხოვნის ხმა, სომეხთა გენოციდის ცნობის გზაზე“, - თქვა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანი მიესალმა ამ და მსგავს ღონისძიებებს, ისინი შეფასა ერის შვილების ხსენების საშუალებად. გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა მადლიერების სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ნაწარმოებების თარგმნა აუცილებელია უპირველეს ყოვლისა უცხო ენებზე და განაცხადა, რომ მისი სურვილია გენოციდის 100 წლისთავისადმი ეს წიგნი ქართულადაც თარგმნოს.

ეს წიგნი არ დაიბადებოდ, რომ არ ყოფილიყო მუსიკოსი, მევიოლინე ტათევიკ სააკიანი, - სამადლობელო სიტყვაში თქვა ვალერი უნანიანცმა, 2005 წლამდე მე ვიცოდი, რომ კომიტასი კომპოზიტორია, და არა მეტი. ნატანჯი ამ გენიის განვლილი გზის მნათობად ჩემთვის იქცა ტათევიკი ...“. „რამდენადაც მხატვრული, წიგნის საფუძველი მაინც დოკუმენტალურია, აღებული უშუალო მონაწილის დღიურიდან და მოდერნიზებული ფოტოგრაფის ღრმად მწვდომი მზერის ქვეშ.

აქვე დავძენთ, რომ „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის „თარგმნითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა“ სერიის პროექტის ავტორი გახლავთ ანაჰიტ ბოსტანჯიანი, მეკენასი - ამერიკელი სომეხი მწერალი ავიკ დერენცი (დეირმენჯიანი). ვალერი ჰუნანიანცი ცალკე სომხურ წიგნად წარსდგა პირველად.

IMGP4552 IMGP4594 IMGP4544 

IMGP4567 IMGP4546 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)