1geo

fb you od

წერუნ თორგომიანის წიგნის "მოთხრობები" პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

torgomyan

ამა წლის 22 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით და საქართველოში სრ საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ეროვნული ბიბლიოთეკის თბილისის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა თბილისელი სომეხი პროზაიკოსის ცხონებული წერუნ თორგომიანის სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიებაში, საკუთარი პაპის ხსოვნის წინაშე ქედის მოხრის ნიშნად, მონაწილეობდა საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი, წერუნ თორგომიანის შვილიშვილი ლევონ თორგომიანი.

წიგნი დაიბეჭდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის შუამდგომლობითა და „გალუსტ გიულბენკიან“ ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიება დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვითა და კურთხევის სიტყვით. ღონისძიებას ესწრებოდნენ თორგომიანების ოჯახის წევრები.

პრეზენტაციის ორგანიზატორმა და წამყვანმა, პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა დაწვრილებით წარმოადგინა წერუნ თორგომიან-შემოქმედის განვლილი ცხოვრების გზა და მისი დატოვებული მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. გამომსვლელმა გაიხსენა წერუნ თორგომიანის ოჯახთან მისი ურთიერთობები, მხედველობის დაკარგვის შემდეგაც მწერლის შემოქმედებითი ენთუზიაზმი, მას უწოდა კლასიკოსი მწერალი, რომელმაც სომხურ ლიტერატურულ ცხოვრებაში იპოვა თავისი მუდმივი ადგილი.

გამომსვლელებმა ისაუბრეს წერუნ თორგომიანის მოთხრობების, მათში წამოჭრილი საკითხების, გენოციდის გასაჭირის, ვანიდან მიგრაციის მოგონებების შესახებ, ამავე დროს განხილულიქნა მწერლის მოთხრობები და რომანი „მარადიული ცეცხლი“.

წერუნ თორგომიანის ხსოვნის უკვდავყოფისა და მისი წიგნებისთვის ამ ბეჭდვითი მოთხრობების დამატებისათვის თავისი მადლიერება გამოხატა ცნობილი მწერლის შვილმა - ლევან თორგომიანმა. პრეზენტაციის დროს წაკითხულიქნა ნაწყვეტები ავტორის კრებულიდან, დამსწრეებმა კი მიიღეს წერუნ თორგომიანის მოთხრობების კრებული.

IMGP5622 IMGP5624 IMGP5662

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)