სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი |
2014 წლის 24 აპრილს შესრულდა სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი. მთელი მსოფლიოს სომხურმა სათვისტომოებმა, ისევე, როგორც საქართველოს სომხებმა, პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. თბილისში, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში აღევლინა ღვთისმსახურება სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ. მას დაესწრნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და სხვები. პარაკლისის შემდეგ ეკლესიის ეზოში განთავსებულ, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან გადახდილ იქნა პარაკლისი. შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მოეწყო მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც სომხური, ასევე სხვა სათვისტომოების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში დაიდგა ხაჩქარი (ქვის ჯვარი), რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება, 22 აპრილს ხაჩქარი დაიდგა სოფელ დამალაში, ხოლო 23 აპრილს კი ნინოწმინდაში.
|