1geo

fb you od

შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური, საქართველოს კომისიის პირველი სხდომა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP6275

ამა წლის 29 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური, საქართველოს კომისიის პირველ სხდომა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, რომმაც დამსწრეებს გადასცა საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონ ოვანეს მანუკიანის საუკეთესო სურვილები. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები თბილისიდან, სამცხე- ჯავახეთის ყველა რაიონიდან, წალკასა და ბათუმიდან.

წმიდა მოწამეთა სულის მოსახსენიებელი ლოცვის შემდგომ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, კერძოდ, ისაუბრა რეგიონალური კომისიის მოღვაწეობის შესახებ, ხაზი გაუსვა მოვალეობათა განაწილებას და მოსალოდნელ სამუშაოთა დაგეგმვას.

სხდომამ ერთხმად რეგიონალური კომისიის მაკოორდინებელ თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მდივნად - ევროპის „ჰაი დატის“ კომისიის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი სლავა მეჟდოიანი. წარდგენილიქნა საბჭოს წევრთა შემადგენლობა. იყო წინადადება - კომისიის წევრებმა შეადგინონ გეგმები, გაუგზავნონ სამდივნოს, რათა მომდევნო სხდომაზე განიხილონ ისინი.

წინამძღვარმა რეზიდენციის მხრიდან წარადგინა ათპუნქტიანი სამუშაო პროგრამა. დამსწრეთა მიერ გაკეთდა შემოთავაზება - სხდომა მოწვეულიქნას თვეში ერთხელ და გასვლითი ფორმატით ჩატარდეს საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში.

კომიტეტმა გადაწყვიტა მომდევნო სხდომის 24 მაისს ჩატარება, რათა კომისიის მაკოორდინებელმა თავმჯდომარემ 26-27 მაისს სრ დიასპორის მინისტრის მიერ ჩასატარებელ სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა განსახილველ კრებაზე წარადგინოს საქართველოს კომისიის სამუშაო პროგრამა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)