1geo

fb you od

ღაზაროს აღაიანის მშობლიურ სოფელში პატივი მიაგეს მწერლისა და პედაგოგის ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

aghayan

საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის (თავმჯდომარე: გევორგ სნხჩიანი) ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 3 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისში აღინიშნა ტრადიციული დღესასწაული „აღაიანობა“. დიდი სომეხი მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის მშობლიურ სოფელს ესტუმრნენ დელეგაციები თბილისიდან, ჯავახეთსა და ერევნიდან. აღაიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილნი იყვნენ პედაგოგები, მშობლები, ლიტერატურ ერთგულნი, მკითხველი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულერი მამები მღვდლები ნარეკ ღუშჩინი, არმაშ პოღოსიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი, ღაზაროს აღაიანის შთამომავლები რუბენ აღაიანი და არმენ დადიანი.

ეზოში აღმართული ძეგლი შეამკეს ყვავილებით. დამსწრეებმა დაათვალიერეს ცნობილი პედაგოგის უკვე 50 წლის მანძილზე მოქმედი სახლ-მუზეუმი და ბიბლიოთეკა, შემდეგ საზეიმო ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ, აღაიანის დღის ინიციატორმა და ყოველწლიურად განმახორციელებელმა გევორგ სნხჩიანმა.

ღონისძიებაზე გამოვიდნენ და დიდი პედაგოგი, მწერლი, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ქებისა და სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობის მუდმივობის სიტყვა წარმოთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა.

ღონისძიების წამყვანმა აღაიანის სახლ-მუზეუმი ბიბლიოთეკასა და ადგილობრივ საჯარო სკოლას გადაცა ახლად გამოცემული წიგნები.

სოფლის მოსახლეობას აღაიანის ტრადიციული იუბილე მიულოცა და ღონისძიების საზეიმო ნაწილი წარმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სკოლის მოწაფეებმა, თბილისიდან ჩასულმა მომღერალ-შემსულებლებმა. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი იყო პაველ ოგანეზოვი.

ღაზაროს აღაიანი აიბადა 1840 წლის 16 აპრილს ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში. განათლება მიიღო თბილისში, ნერსესიანის სკოლაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. ავტორია ლექსებისა, პოემებისა, საბავშვო ზღაპრებისა, უთარგმნია . პუშკინისა და . კრილოვის ნაწარმოებებ. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. მან დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, ავტორია სახელმძღვანელოებსა და სასწავლო სტატიები.
 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)