1geo

fb you od

დახმარება ჯავახეთის უდედმამო ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ajakcutiun

11 მაისს ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში შეკრებილი იყო ჯავახეთის 61 უდედმამო ბავშვი. წმიდა წირვის შემდეგ, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის თანამშრომლებმა მათ გადასცეს „ჰოფ“-ის (სომეხთა დახმარების ფონდი) ფინანსური დახმარება.

ათ წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია დახმარების ხელს უწვდის ჯავახეთში დაბადებულ და ობლობის სიმწარე გადატანილ ბავშვებს. მაისის ეს დღე მათთვის მორიგი მოლოდინებით აღსავსე და ბედნიერი დღე იყო.

ბავშვებმა ლოცვებში გაიხსენეს ქველმოქმედები, პროგრამის ორგანიზატორები და ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრობს შორეულ შეერთებული შტატებში და არ იზარებს თავისი შემოსავლიდან გასაჭირში მყოფ ობოლი ბავშვებისათვის წილის გამოყოფას.

სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის აღმოსავლეთის თემის წინამძღვარს არქიეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანს, ამერიკის „ჰოფ“-ის სათაო ოფისის კოორდინატორს ედუარდ კარაპეტიანსა და ყველა იმას, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილი, პატრიოტული და ეკლესიის ერთგული წამოწყების განხორციელებაში.

აღვნიშნოთ, რომ ფონდი დაარსდა 1988 წელს, აშშ-ის აღმოსავლეთის ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჭირვებაში მყოფთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

ამჟამად ფონდი დაკავებულია სოციალური და ეკონომიკური დახმარების განვითარებითა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერით.   

სომეხთა დახმარების ფონდის პროგრამა CASP (უდედმამო ბავშვების მზრუნველობის კომისია) მიზნად ისახავს ობოლი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენას. ის მოღვაწეობს როგორც სომხეთსა და არცახში, ასევე ჯავახეთის მთიან მხარეში. პროგრამა დაიწყო ახალქალაქით და გავრცელდა რეგიონის სოფლებში. მასში ჩართულია 76 ბავშვი, რომლებიც ამ დახმარების წყალობით წყვეტენ თავიანთ ზოგიერთ სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)