საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით ტარდება ლექცია-კონცერტების ციკლი. ციკლის მორიგი თემა ვიოლინო იყო, იგი ჩატარდა რუბრიკით "ვიოლინო - მუსიკის დედოფალი". ღონისძიება გაიმართა ამა წლის 11 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. მას ესწრებოდნენ მუსიკოსები, სტუდენტები, სიმებიან საკრავებზე შესრულებული მუსიკის მოყვარულები. ლექცია- კონცერტს ესწრებოდა ცნობილი მუსიკოსი ვაჟა აზარაშვილი.
ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა, მან ისაუბრა სიმებიან მუსიკალურ საკრავებსა და მათზე შესრულებულ მუსიკაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ვიოლინოს, როგორც მუსიკის დედოფლის, როლს.
მუსიკათმცოდნეობის დოქტორმა, მევიოლინე მარიანა ასრიევამ და ცნობილმა მუსიკოსმა ვაჟა აზარაშვილმა დეტალურად ისაუბრეს ვიოლინოს თავისებურებებზე და ჩაატარეს მასტერკლასი, რომელიც მიმდინარეობდა ნარინე კირაკოზოვას, მარიანა კირაკოზოვას, სურენ კირაკოსიანის მუსიკალური (ვიოლინოს) შესრულებების თანხლებით.
|