ამაღლების დღესასწაული და კულინარული კონკურსი ნინოწმინდაში |
29 მაისს , ამაღლების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრების არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის ფერწერულ ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჯავახეთის სომხურ ეკლესიებს. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მოსახლეობა, ცენტრის აღსაზრდელები, რაიონის ხელმძღვანელობა. შემდეგ დღესასწაულმა გადაინაცვლა ქალაქის მუსიკალურ სკოლაში, სადაც გაიმართა კულინარული ხელოვნების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი, რომელთაგან ოსტატობით თავი გამოიჩინეს ნინოწმინდის მესამე, სათხასა დიდი ხანჩალის საჯარო სკოლების გუნდებმა. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, სუვენირებით, ყველა მონაწილე კი - სიგელითა და საჩუქრით. ღონისძიება ორგანიზებული იყო „სურბ სარგის“ ეკლესიის, „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლებისა და სპორტის სამსახურის მიერ. მღვდელი არმაშ პოღოსიანი ჟორა სნხჩიანი
|