1geo

fb you od

ჯავახეთიდან ჩამოსული მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gl

"ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის აიონის სომხებით დასახლებულ სოფლებში: მერენიაში, ბუძავეთსა და ქოჩიოში მივლინებული ქართული ენის მასწავლებლები ხათუნა სტეფლიანი, მარეხი მერკვილაძე, თამარ იაკობაშვილი და თამარ მელიქიძე უკვე წელიწადნახევარია მუშაობენ ადგილობრივ სკოლებში და ასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას.

ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის მასწავლებელთა ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ორგანიზებულიქნა აღნიშნული სოფლების 16 ბავშვის სტუმრობა თბილისის სომხურ კულტურულ ოჯახებში. 7 ივნისს, თბილისში ისინი ეწვივნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, სადაც სულიერ მამის, მღვდელ სამველ თოროსიანის კურთხევის მიღებისა და სანთლების დანთების შემდეგ, დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი, მოისმინეს „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსვლები და გაეცნნენ ცენტრში მიმდინარე სამუშაოებს.

ახალქალაქის ჯგუფს შეუერთდნენ ნინოწმინდის რაიონის სოფელ პატარა ხანჩალის მოსწავლეებიც, მასწავლებელ კარინე ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც ექსკურსიაზე არიან ჩამოსული თბილისში. შემდეგ ჯავახეთიდან ჩამოსულ მოსწავლეთათვის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მოეწყო საქართველოში ჩატარებული კონკურსის - "ნიჭიერის" გამარჯვებულთა ოთხეულში მოხვედრილ და სომხეთის Armenia TV ტელეკომპანიის "სომხეთის ხმ " კონკურსში გამარჯვებულ ანა ხანჩალიანთან. ამ უკანასკნელმა სტუმრებს უამბო სამუსიკო ხელოვნებაში მის განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებზე. ანამ შეასრულა რამდენიმე სიმღერა თავის რეპერტუარიდან. მოსწავლეებმა სურათები გადაიღეს ანასთან.

მოსწავლეები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, შემდეგ დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობე და სომხური კერები. თბილისში მათ წარუძღვებოდა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" პროგრამაში ჩართული არტურ მურადიანი.

IMGP9211 IMGP9233

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)