შემოქმედებითი წრეების საანგარიშო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დიდ დარბაზში მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიმართა კონცერტი, რომელიც ცენტრის შემოქმედებითი წრეების ერთი წლის სამუშაოთა ანგარიშად იქცა. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, ეპარქიის სამღვდელოება, ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, სტუმრები. ღონისძიება გაიხსნა ლოცვითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით. „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის წარდგინებით, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდნენ მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდი, კლასიკური სიმღერების მრავალხმიანი შესრულებით, ხალხური საკრავების - დუდუკისა და დოლის წრეების აღსაზრდელები, საესტრადო ვოკალურ-ინსტრუმე „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეების საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. მისმა უსამღვდელოესობამ განაცხადა, რომ კმაყოფილია კულტურის განყოფილების დირექტორის ლევონ ჩიდილიანისა და ეპარქიის სამხატვრო ხელმძღვანელის პაველ ოგანეზოვის შესრულებული სამუშაოთი - შემოქმედებითი წრეების სწორი მიმართულებით გაძღოლისათვის. წინამძღვარმა სიტყვა დაასრულა წრეების რაოდენობის გაზრდის ახალი პერსპექტივით და თბილისში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და ღირსეულად წარდგენის რჩევა-დარიგებით.
|