1geo

fb you od

ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP1388

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ ინიცირებული მორიგი კულტურული ღონისძიება იყო მუსიკის მოყვარული სომეხი საზოგადოების შეხვედრა საქართველოს დამსახურებულ არტისტ, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან. ღონისძიების წამყვანმა ანა პოღოსოვამ წარადგინა ცნობილი კომპოზიტორის მოკლე ბიოგრაფია, მისი შემოქმედება - ცნობილი სიმღერები, საბავშვო ნაწარმოებები, კინოსა და ანიმაციური ფილმებისთვის დაწერილი მუსიკა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის ნოემბერში თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილ საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქის ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავს.

ცნობილმა კომპოზიტორმა მადლიერების სიტყვით მიმართა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანს და ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელ პავ ოგანეზოვს, მუსიკის მოყვარულ სომეხ საზოგადოებასთან ამ შეხვედრის მოწყობისათვის, ისაუბრა სომეხ ხალხსა და სომხეთის მუსიკის მოყვარულ საზოგადოებასთან მისი კავშირების შესახებ. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც გრძელდება ურთიერთსიყვარულითა და რთგულებით, ასევე სომხურ სამუსიკო ხელოვნების მიმართ მის დამოკიდებულებაზე, ხაზი გაუსვა თავისი აღსაზრდელების მონაწილეობას ერავანში გამართულ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში, თავის მონაწილეობას ჟიურის შემადგენლობაში. კომპოზიტორმა ხაზი გაუსვა აღსაზრდელთათვის სომხური სიმღერის სწავლების უპირატესობის მინიჭებას.

შემდეგ შესრულდა სიმღერები ნუნუ გაბუნიასა და სხვა კომპოზიტორთა რეპერტუარიდან. დამსწრეების განსაკუთრებული მიღება დაიმსახურეს მრავალი კონკურსების ლაურეატის ლიზა კრასნორუდსკაიას მიერ შესრულებულმა კლასიკურმა, საესტრადო, ქართულ, რუსულ, სომხურ და სხვა ენებზე სიმღერების მშვენიერმა შესრულებებმა.

ემოციური და ლამაზ შესრულებით გამოვიდა პოპულარული კომპოზიტორის შვილიშვილი ნინუცა ბედიაშვილი. მეგობრობის სულით შთაგონებული ღონისძიება დაამშვენეს ასევე სომხურმა სიმღერებმა სოლისტების ანი ღუშჩიანისა და ანა პოღოსოვას შესრულებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასა და მისი აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ საღამოს და მას უწოდა სომხურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთი მშვენიერი გვერდი, მისმა უსამღვდელოესობამ კმაყოფილება გამოხატა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობის მიმართ, ორი მეზობელი ხალხის კულტურათა დაახლოების მიმართულებით შესრულებული საქმიანობისათვის.

საღამომ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში.

 

IMGP1403

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)