1geo

fb you od

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს პროგრამაში „არი ტუნ“ ("მოდი სახლში") PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 0650

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აქტიურ მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს დიასპორის ახალგაზრდებისათვის სამშობლოს გაცნობის 2014 წლის „არი ტუნ“ პროგრამაში. 55 ახალგაზრდა (15 აქტივისტი მარნეულის რაიონიდან, 40 - თბილისიდან) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში. დროულად და კარგად განხორციელებული მოსამზადებულ-ორგანიზაციული სამუშაოს შედეგად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჯგუფები გამოირჩეოდნენ მაღალი დისციპლინი, ხალხური კულტურის ცოდნით და სამაგალითო ქცევით. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა ჩართვა პროგრამის ეტაპებში ხორციელდებოდგანყოფილების დირექტორითანდასწრებით და უშუალო ზედამხედველობით. 13-18 წლის ახალგაზრდები ორკვირიანი ეტაპებით სტუმრობდნენ სომხეთ მცხოვრებ ოჯახებს, წაღკაძორში მონაწილეობა მიიღეს საბანაკო ეტაპში.

საქმისადმი გამოჩენილი დიდი პასუხისმგებლობისა და სამაგალითო ქცევისათვის პროგრამის ხელმძღვანელობის მაღალი შეფასება მიიღეს ჯგუფების ხელმძღვანელებმა სურენ აბრაამიანმა და რუბენ პეტროსიანმა. მესამე ეტაპში ჩართულმა თბილისი ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ფრენბურთის შეჯიბრში, დაიკავა პირველი ადგილი და მიიღო სიგელი.

არი ტუნ“ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნეს სომხეთის ისტორია, კულტურა, საზოგადოებრივი ცხოვრება, სასულიერო და ოჯახური ტრადიციებ, შეიძინეს ახალ მეგობრები.

ახალგაზრდები „არი ტუნ“ პროგრამიდან დაბრუნდნენ თბილი და კეთილი მოგონებებით სომხეთში გატარებულ დღეებზე.

 

IMG 0522 IMG 0502 IMG 0527 

IMG 0556 IMG 0704 IMG 1288 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)