1geo

fb you od

სომეხი ახალგაზრდების საქმიანი ვიზიტი ბოლნის-ხაჩენში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Bolnis-Khachen

ამ დღეებში წეროვანში ორგანიზებულ "ახალგაზრდა ლიდერთა სასწავლო კურსი" პირველი გამოხმაურება გახდა კურსების ბოლნის-ხაჩენელი მონაწილის წინადადებით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებს ინიციატივით ორგანიზებული სომეხი ახალგაზრდების საქმიანი ვიზიტი ბოლნის-ხაჩენში.

მიმიდინარე წლის 4 სექტემბერს, დილით ადრე თბილისელი 25 ახალგაზრდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის, იურიდიულ საქმეთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის ლევონ ისახანიანისა და ე.წ. აღწერის ორგანიზების პასუხისმგებლის ინესა სარუხანიანის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში. ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით. ვიზიტის მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი, მათი პრობლემების გაცნობა და მათ მონაცემთა შეგროვება იყო.

სოფელში ვიზიტორებს შეუერთდნენ ადგილობრივ ახალგაზრდები. ისინი ეწვივნენ სოფლის საჯარო სკოლას, სადაც ახალგაზრდები დანაწილდნენ ოთხკაციან ჯგუფებად, რომელთა შემადგენლობაში ერთი ახალგაზრდა აუცილებლად ადგილობრივი იყო. ჯგუფები ეწვივნენ ბოლნისელთა ოჯახებს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და ოჯახის ყველა წევრის მონაცემები ჩაიწერეს.       

დღის ბოლოს    შეაჯამეს რა საქმიანი ვიზიტის შედეგები, ცნობილი გახდა, რომ ბოლნის-ხაჩენში პრობლემურია წყლისა და გაზის საკითხი. ადგილობრივთა თქმით, სოფელი, რომელსაც 2250 მცხოვრები ჰყავს, წლების მანძილზე მოკლებულია ამ სასიცოცხლო საყოფაცხოვრებო პირობებს.

სოფლის მაცხოვრებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი პრობლემების შესახებ ეცნობება ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებ. რამოდენიმე ბოლნის-ხაჩენელმა გამოიწერა საქართველოს სომეხთა ეპარქიის გაზეთი „არძაგანქი“.

 

DSC 2375 DSC 2386 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)