საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილებამ (განყოფილების დირექტორი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) მონაწილეობა მიიღო სრ დიასპორის სამინისტროს „იმ ჰაიასტან“ ყოველთა სომეხთა მეორე ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ „გუნდური ხელოვნების დღეებში“.
მსოფლიოს 10 ქვეყნიდან ჩამოსულ 15 გუნდებს შორის სომხური სიმღერის გუნდური შესრულებებით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), "მაკარ ეკმალიან“ (ქორმაისტერი: ჰოვანეს ჰამბარცუმიანი) და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის „აღბიურ" (ქორმაისტერი: რუზანა ოვანესიანი) გუნდები.
დედა სამშობლოში დიასპორის სომხური თემების გუნდების მიერ ეროვნული კულტურის წარმოჩენა დაიწყო 1 აგვისტოს, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში, სსრკ სახალხო არტისტის ჰოვანეს ჩექიჯიანის დაბადების 85 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალის საზეიმო გაზსნით, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის გუნდები გამოვიდნენ მაესტროს დირიჟორობით სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი, ლევონ ბლბულიანის სიტყვებითა და არა გევორგიანის მუსიკით დაწერილი, „ვართ და ვიქნებით“ სიმღერის პრემიერით, ფესტივალის მეორე დღეს კი ჩაერთნენ წიწერნაკაბერდში სიმღერის ფლეშმობსა და კლიპის გადაღებაში.
"ჩემი სომხეთი" ფესტივალის ყოველი დღე დატვირთული და საინტერესო იყო.
ფესტივალის მონაწილე გუნდებმა ქალაქ სპიტაკში ყვავილებით შეამკეს 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი, შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ვანაძორის შარლ აზნავურის სახელობის კულტურის სასახლეში გამართულ კონცერტში. ყველა გუნდის გამოსვლა მაყურებელმა დიდი სითბოთი მიიღო.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს არნო ბაბაჯანიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტში. შთამბეჭდავი და პასუხისმგებელი იყო ერევნის გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული გალა კონცერტი, სადაც საშემსრულებლო ხელოვნება წარმოაჩინეს გუნდებმა „ნერსეს შნორჰალი“ (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: პაველ ოგანეზოვი) და „აღბიურ“ (ქორმაისტერი: რუზანა ოვანესიანი).
კონცერტის დასასრულს ფესტივალის მოწყობისათვის ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ფესტივალის როლს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხების - სამშობლოსთან დაახლოების, სომხური იდენტობის და ეროვნული კულტურის შენარჩუნების საქმეში, შემდეგ სრ დიასპორის სამინისტროს გადასცა საჩუქარი - თბილისელი ცნობილი სომეხი მხატვრის მერუჟან შაუმინის შესრულებული ერთ-ერთი ხატი.
"ჩემი სომხეთი" ყოველთა სომეხთა მეორე ფესტივალის საგუნდო ხელოვნების დღეების დახურვის კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და აჭარის, გურიის და იმერეთის სომეხთა სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი.
"ჩემი სომხეთი" ფესტივალის ფარგლებში, 7 აგვისტოს ერევნის ნარეკაცი კულტურის ცენტრში ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „აღბიურ“ გუნდი გამოვიდა სოლო კონცერტით. კონცერტის დაწყებამდე მაყურებელს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა და მას წარუდგინა გუნდის შექმნის ისტორია. შემდეგ მადლობა გადაუხადა დიასპორის სამინისტროს თბილი სტუმართმოყვარეობისა და მხარდაჭერისათვის.
გუნდმა შეასრულა კომიტასის, საიათნოვას, არნო ბაბაჯანიანისა და სხვათა ნაწარმოებები. კონცერტი დასრულდა შარლ აზნავურის სიმღერით „შენთვის, სომხეთო“.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან ლევონ ჩიდილიანმა და სამველ ელბაკიანმა ერევანში მონაწილეობა მიიღეს „მხატვრული კითხვის საღამოში“. "ჩემი სომხეთი" ფესტივალის ყველა მონაწილემ სრ დიასპორის სამინისტროსაგან მიიღო ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატი.
გუნდებმა ფესტივალის დღეები დაასრულეს ერაბლურზე, სანაჰინისა და ჰაღპატის სამონასტრო კომპლექსებში მომლოცველობით.
The Cultural Department of the Georgian Diocese (Director of the Department and head of the “Hayartun” center Levon Chidilyan) took part in the “Days of Choral Arts” within the second Panarmenian festival “My Armenia”, organized by the Ministry of Diaspora Affairs.
Together with 15 choirs from 10 countries, the “Nerses Shnorhali” (conductor Maria Aboulyan, pianist Karen Mirzoyan), “Makar Yekmalyan” youth choirs (conductor Hovhannes Hambardzoumyan) of the Georgian Diocese “Hayartoun” Center, as well as “Aghbyur” youth choir of Batumi St. Saviour church (conductor Ruzanna Ovanesyan) made their performance.
The illustration of the national culture by the choirs of the Armenian Diaspora in the motherland started on August 1 in Aram Khachatryan concert hall. The event started with the inauguration of festival devoted to the 85th anniversary of the USSR People’s Artist Hovhannes Chekijyan. The choirs of the Diocese of the Armenian Apostolic Church in Georgia under conduction of maestro took part in “We exist and will continue our existence” song premiere (music by Ara Gevorgyan and lyrics by Levon Blboulyan). The song was devoted to the 100th anniversary of the victims of the Armenian Genocide. The second day of the festival the choirs were embraced in the song Flashmob organized in Tsitsernakaberd, as well as in the shooting of a video.
Each day of the second Panarmenian festival “My Armenia” was full and interesting.
The choirs participating in the festival visited the town of Spitak and put flowers at the memorial of the 1988 earthquake victims. Later they took part in the concert organized in the Charles Aznavour cultural center in Vanadzor. The audience warmly applauded both to the performances of the Diaspora and the Armenians from Georgia.
The Diocese of the Armenian Apostolic Church in Georgia also took part in concert held in Arno Babajanyan hall. The Gala Concert held in Yerevan Gabriel Sundukyan State Drama Theatre was impressive and responsible. Here the “Nerses Shnorhali” (conductor Mariam Aboulyan, pianist Pavel Oganezov), and Batumi “Aghbyur” (conductor Ruzanna Ovanesyan) choirs made a nice performance.
At the end of the concert the director of the cultural department of the Georgian Diocese and the head of the “Hayartoun” Center Levon Chidilyan thanked the organizers and the participants for the realization of the festival. He valued the great role of these festivals for joining the motherland to Armenians around the world, for preserving the identity of an Armenian and for developing the national culture. As a nice souvenir of the festival, Levon Chidilyan presented one of the icons of the famous Armenian painter from Tbilisi Merouzhan Shahoumyan to the Ministry of Diaspora Affairs of RA.
Primate of the Diocese of the Armenian Apostolic Church in Georgia, His Grace Bishop Vazgen Mirzakhanyan, and spiritual shepherd of Armenians in Adjara, Guria and Imereti at the Diocese of the Armenian Apostolic Church in Georgia, Priest Ararat Gumbalyan were also present at the closing concert of the Choral Arts of the second Panarmenian festival ''My Armenia''.
Within the framework of the festival ''My Armenia'' the ''Aghbyur'' choir of the Batumi ''St. Saviour'' gave a concert in Yerevan Arts Center Narek on August 7. Before the concert would start, the artistic director of the choir Priest Ararat Gumbalyan greeted the audience and introduced the history of the choir. Priest Ararat Gumbalyan thanked the Ministry of the Diaspora Affairs for the warm hospitality and support.
The choir performed the works of Komitas, Sayat-Nova, Arno Babajanyan and others. Charles Aznavour's song ''For you, Armenia'' became the closing of the concert.
Within the frameworks of the festival Levon Chidilyan and Samvel Elbakyan from the Georgian Diocese took part in ''The poetry evening’' in Yerevan. All the participants of the Panarmenian festival ''My Armenia'' were granted with certificates of participation from the Ministry of Diaspora Affairs of RA.
At the end of the Panarmenian festival the Armenian choirs from Georgia visited Yerablour, as well as a pilgrimage to the monastic complexes of Sanahin and Haghpat. |