„დეპი ჰაიქ“ („სომხეთისკენ“) ორგანიზაციამ წარმოადგინა თავისი საქმიანობა |
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმა ქველმოქმედ ედილ ჰოვნანიანის მიერ აშშ-ში დაარსებული და სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციის პროგრამა, მისია და მიღწეული წარმატებები წარმოადგინეს ფონდის წარმომადგენლებმა მარიანა ვარდანიანმა და ბენო მიშოიანმა. პრეზენტაცია დაიწყო ფონდის მოღვაწეობის შესახებ ორი ვიდეოფილმის ჩვენებით. შემდეგ მარიანა ვარდანიანმა დაწვრილებით ისაუბრა ფონდის შესახებ, ხაზი გაუსვა სამშობლოსთან დიასპორის ახალგაზრდების კავშირის გამყარებას და სომხეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობას, მოხალისეებად მუშაობით სამშობლოს განვითარების საქმეში წვლილის შეტანას, გრძელვადიანი პირადი კავშირების დამყარებასა და რეპატრიაციისათვის მხარდაჭერას. ისაუბრეს რა არსებობის 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს 32 ქვეყნიდან სომხეთში ჩამოსული ათასი მოხალისის მოღვაწეობაზე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა მოხალისის აუცილებლად ეროვნებით ერთი სომეხი ყოლის გარემოებას. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა ამ წლების განმავლობაში 65 ეთნიკურად სომეხი ადამიანის რეპატრიაციას. ადგილებზე მსგავსი პრეზენტაციების ორგანიზების საჭიროებაზე საუბრისას, აღინიშნა, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო საქართველოდან ამ წლების განმავლობაში იყო მხოლოდ ერთი მოხალისე, ისიც ჯავახეთიდან. ისაუბრეს საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ოჯახებში დაბინავების, მშობლიური ენის შესწავლის, სამშობლოს ღირსშესანიშნაობე „დეპი ჰაიქ“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს და მათ დაურიგეს ორგანიზაციის საინფორმაციო მასალები. facebook.com/BirthrightArmenia
|