სომხეთის რესპუბლიკის „შანთ“ ტელეკომპანიის “სახალხო მომღერალი“ პროექტის გამარჯვებულთა და „დუდუკის რჩეულები“ კონკურსის მონაწილეთა კონცერტები საქართველოში |
სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივ სათვისტომოთა მხარდაჭერით, 4 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით სრ დამოუკიდებლობის 23-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების კულტურის სახლებსა და წალკის რაიონის სოფელ დარაკოვში. კონცერტებში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის „შანთ“ ტელეკომპანიის “სახალხო მომღერალი“ პროექტისა და „დუდუკის რჩეულები“ კონკურსის მონაწილეები. ბოლო გასვლითი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა თბილისში, სადაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით 7 ოქტომბერს ორგანიზებული კონცერტი მიეძღვნა სომეხი ხალხის ორ მნიშვნელოვან დღესასწაულს - სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესა და წმინდა მთარგმნელთა დღეს. კონცერტს ესწრებოდნენ ამ დღეებში თბილისში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრები, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ბატონ გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო კონცერტი გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა. მან ხაზი გაუსვა სრ დიასპორის სამინისტროს დამოკიდებულებას სომხურ სათვისტომოებში ეროვნული კულტურის გავრცელებისა და შენარჩუნების საქმის მიმართ და წარადგინა ის ახალგაზრდა შემსრულებლები, ხალხური საკრავების დამკვრელები, რომლებმაც ამ დღეებში დიდი სიყვარულითა და ნიჭით საზეიმო განწყობა შეუქმნეს ჯავახეთის სომხებით დასახლებულ რაიონებში მცხოვრებლებს, დღეს კი - თბილისელებს. სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მიულოცა დამსწრეებს ბრწყინვალე დღესასწაულების ღირსეულად აღნიშვნა, შემდეგ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ამ დღეებში განხილულიქნა სრ ეროვნული ასამბლეის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ. გაისმა ხალხური მუსიკა, ხალხური სიმღერები ახალგაზრდა და პროფესიონალი მომღერლების შესრულებით, რამაც დარბაზში მხიარული განწყობა შექმნა. დარბაზი შემსრულებლებს ცეკვით აჰყვა. კონცერტის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები, ისაუბრა სომეხი ხალხის ცხოვრებაში დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობაზე, უდიდესი ღირებულებები უწოდა დამოუკიდებლობის აღდგენასა და მთარგმნელთა დღესასწაულს, განსაკუთრებულად აღნიშნა მთარგმნელების - მესროპ მაშტოცის, საჰაკ პართევის, ეღიშესა და სხვა მემატიანეთა მიერ სომხური დამწერლობისა და ისტორიის შექმნა. მაღალი შეფასება მისცა რა საქართველოში ეროვნულობის შენარჩუნების საქმის განხორციელებას, მისმა ყოვლადუსამღვდელო ეპარქიის წინამძღვარმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დამსწრეებს კი მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და მთარგმნელთა დღესასწაული. თბილისში ცნობილი „ვანქ“ ანსამბლის მოცეკვავეებმა (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე) კონცერტის ყველა მონაწილეს გადასცეს ლამაზი საჩუქრები.
|