1geo

fb you od

ნინა კარაპეტიანმა საესტრადო სიმღერის მე-4 საერთაშორისო კონკურსზე დაიკავა მე-3 საპატიო ადგილი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

FG8A8608 

2014 წლის 7-10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდა საესტრადო სიმღერის IV საერთაშორისო კონკურსი „პიროგოვსკი როსვეტ“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 17 კონკურსანტი 16 ქვეყნიდან, კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდა მომღერალი, ჩვენი თანამემამულე ნინა კარაპეტიანი, რომელიც მონაწილეობას იღებს ეპარქიის ყველა ღონისძიებაში. ნიჭიერ მომღერალს მისი საშემსრულებლო ხელოვნების მოსკოვში წარმოჩენის საქმეში ხელი შეუწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიამ.

ორიოდე სიტყვა კონკურსის შესახებ: კონკურსზე აუცილებელი იყო 2 სიმღერის წარმოდგენა, რომელთაგან ერთი უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელსაც წარმოადგენდა მომღერალი, მეორე კი - რუსულ ენაზე. ნინამ ქართულ ენაზე შეასრულა სიმღერა „მიყვარხარ“ (მისივე ავტორობით), რუსულად კი მან შეასრულა იულია სავიჩევას სიმღერა „თუ გულში ცხოვრობს სიყვარული“. კონკურსანტების გამოსვლებს 10-ქულიანი სისტემით აფასებდა პროფესიონალური ჟიური. კონკურსის დღეებში კონკურსანტთა გამოსვლებს თვალყურს ადევნებდა 10 ათასზე მეტი მაყურებელი. ნინა კარაპეტიანის გამოსვლას მოჰყვა მაყურებლის თბილი და მხურვალე ოვაციები. ნინა დაჯილდოვდა პრიზით „ხალხის რჩეული“. ჟიურის შეფასებით ნინა კარაპეტიანმა დაიკავა მესამე საპატიო ადგილი და მას მიენიჭა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება.

კონკურსი ჩატარდა მაღალ დონეზე, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პრიზებით და სუვენირებით. კონკურსანტების მხარდასაჭერად დაპატიჟებულები იყო რუსული შოუ-ბიზნესის უამრავი ცნობილი სახე. კონკურსი დამთავრდა ბრწყინვალე ფეიერვერკით.

FG8A8123 FG8A9896 FG8A9952 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)