1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო "რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ სხდომაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kr 

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მოქმედი „რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის“ პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და თემის იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი. კომისიამ რელიგიური გაერთიანებების უშუალო მონაწილეობით განიხილა 11 საკითხი.

რელიგიურ გაერთიანებათა მიერ სხდომაზე წარდგენილ განცხადებებს შორის განხილულიქნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის განცხადება, რომელიც ეხებოდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ („წმინდა მაცხოვრის“) ეკლესიასთან კულტურის ცენტრის აშენების საკითხს.

კომისიამ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმში ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკუთრებაში გადაცემის საკითხში გაჩნდა დაზუსტებების გაკეთების საჭიროება. კომისიის რეკომენდაციით საჭიროა ბათუმის ხელისუფლების მეშვეობით დაზუსტდეს ეკლესიისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების კონკრეტული განლაგება და წითელი ხაზები. მიღებული შეთანხმების თანახმად, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ სააგენტოს წარედგინება საჭირო დოკუმენტაცია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაინტერესებული რელიგიური გაერთიანებების უშუალო მონაწილეობით ხდება რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)