1geo

fb you od

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shamanidi 

2014 წლის 5 ნოემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ქალბატონი სოფიო შამანიდი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და რეზიდენციის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისალმ სტუმარს და წარმატებები უსურვა საქართველოში დაწყებული აღწერის პროცეს. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა შეეხო რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრა რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამგვარი შეხვედრები მნიშვნელობას, რომელთაც დიდი სარგებელი მოაქვ რელიგიური კონფესიების მისიის საქმისათვის.

საუბრისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეეხნენ საკითხებს, რომლებიც აღელვებს საქართველოს სომეხთა ეპარქიას. მისმა უსამღვდელოესობამ წარმოადგინა საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიები და სულიერ მსახურთა რაოდენობა, ქვეყანაში ეკლესიის დღევანდელი მისიის ფარგლები.

წინამძღვარმა მიმართა ქალბატონ შამანიდს, რათა ამ უკანასკნელმა მხარდაჭერა აღმოუჩინოს ეპარქიას საქართველოში მომსახურე სამღვდელოების ბინადრობასთან დაკავშირებულ საკითხების გადაწყვეტაში.

არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა მაღალი რანგის სტუმარს წარმოუდგინა სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში მცხოვრები იმ მოქალაქეების საკითხები, რომლებსაც მეორე ქვეყნის მოქალაქეობის ქონის გამო ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა და წარმოდგენაც კი არა აქვთ იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებ, რომ შეიძლება წარმოშვა მათ.

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა თხოვნით მიმართა ქალბატონ შამანიდს, რომ მან საკითხი წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და მსგავსი მოქალაქეებისათვის მოიძებნოს პრობლემის შუალედური გადაწყვეტა. არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ისაუბრა ასევე საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურად სომეხი ბავშვებისათვის სკოლებში უფასო განათლებ მიღების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდიმ ყურადღებით მოისმინა დასმული საკითხები, მათი შესწავლისა და შესაძლებლობების ფარგლებში მხარდაჭერის პირობა დადო.

შეხვედრის დასასრულს არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ქალბატონი სოფიო მიიწვია ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანის ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)