1geo

fb you od

გევორგ ჰოვაკიმიანის შემოქმედებითი საღამო თბილისის გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1 

2014 წლ 8 ნოემბერს თბილისის გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლში გაიმართა საყვარელი მსახიობისა და მწერლის გევორგ ჰოვაკიმიანის ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო. თოჯინების მეზობლად ადგილები ეკავათ ამ დღეებში ქარვასლაში ორგანიზებული "არტისტერიუმი 7/2014" გამოფენის ფარგლებში თბილისში ჩამოსული ავანგარდული ხელოვნების სომეხ მოღვაწეებს, რომლებიც 15 მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის წარმოადგენდნენ სომხეთს. ესწრებოდნენ ასევე ლიტვიდან ჩამოსული სტუმრები.

დამსწრეებს მიესალმა და დღის გამომსვლელი წარუდგინა თოჯინების კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჟანა დავთიანმა. შემდეგ გევორგ ჰოვაკიმიანი, რომელიც თბილისელ სომეხ მაყურებელს ახსოვს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის სცენაზე განსახიერებული სხვადასხვა როლებიდან, დამსწრეებს წარუდგა მწერლის ამპლუაში. მან წაიკითხა თავისი მოთხრობა „ჯიბგირი“, რომელიც ჯერ დაუბადებელი, დედის სხეულში ჩასახული ბავშვის ანუ ემბრიონი ფსიქოლოგიური დიალოგი. მოთხრობის მთავარი მიზანი ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის, ჩასახული ემბრიონის მკვლელობის პრევენციაა, რაც გამოიხატა გარე სამყაროსთან კავშირის მქონე ემბრიონის დიალოგით.

პოეტ- მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს სომეხ მხატვთა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრმა სამველ აღეკიანმა მაღალი შეფასება მისცეს მწერლის მხატვრულ ნამუშევარს, გევორგ ჰოვაკიმიანი დააფასეს არა მხოლოდ როგორც ცნობილი მსახიობი, არამედ როგორც აქტუალური ფსიქოლოგიური ჟანრი წარმომადგენელი. სიმბოლური იყო, რომ დაუბადებელი ბავშვების პროტესტის დიალოგი მიმდინარეობდა ცხონებული ოსტატი გარის შექმნილი თოჯინების გარემოში, რომლებიც უნებლიედ გახდნენ მხატვრული შემოქმედების "მსმენელები."

ბოლოს კურთხევის და მადლიერების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

დამსწრეების მიერ ლიტერატურული ნაწარმოების სცენარის შექმნის და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების ინიციატივა გაჟღერდა, ფილმის, რომელიც იქნება ერის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრმოწოდება სომეხი ხალხისადმი.

10754922 10205303872862179 1928744149 n 10804980 10205303878742326 2043853531 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)