გიორგი მანოიანის მიერ შესრულებული წარმავალი თბილისის გრაფიკულ ნამუშევრები |
„წარმავალი თბილისი", - ასე ეწოდება ცნობილი თბილისელი მხატვრის გიორგი მანოიანის გრაფიკულ ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივით 2014 წლის 21 ნოემბერს გაიხსნა ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. დამთვალიერებლებს წარედგინა ავლაბრის, სირაჩხანის აღმართის, სოლოლაკის, გოგილოს უბნის, ხურშუდიანების, ძეგველოვების, თამამშევების სახლების, პილტოევის ძეგლის, „კარმირ ავეტარან“, „სურბ ნორაშენ“, „სურბ ეჯმიაწინ“, „სურბ გევორგ“ ეკლესიების გამოსახულებით სამოცამდე გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც დაცულია როგორც წარმავალი თბილისის მემუარები. მთელი ცხოვრება თბილისში ნაცხოვრი მხატვრის მიზანია ნახატების მეშვეობით ქალაქის ოდესღაც მშვენიერი შენობების, დღითიდღე გადაშენების წინაშე მყოფი სომხური კვალის და წარმავალი ძველი ქალაქის შენახვა და თაობებისათვის გადაცემა. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა გიორგი მანოიანის ხელოვნების მრავალფეროვნებას გამოფენის საზეიმო გახსნას მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა იური ვარდანიანმა. მან თბილისში მცხოვრებ სომეხ მხატვარს მიულოცა პერსონალური გამოფენის გახსნა, ბატონმა ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სომხური სათვისტომოს ცნობილი მოღვაწეების როლსა და მნიშვნელობაზე სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების დაკავშირების, საქართველოში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. გახსნის ცერემონიაზე დამსწრე პირები - სომხები, ქართველები, მხატვრები, ფოტოგრაფები, ხელოვნების მუშაკები, სათვისტომოს წარმომადგენლები, ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, აქ იყვნენ მოსული გიორგი მანოიანის ხელოვნების ხიბლით და საყვარელი ქალაქის მოგონებებით დასატკბობად. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა გიორგი მანოიანის მორიგი გამოფენისაგან მიღებული აღფრთოვანება და მადლობის სიტყვით მიმართა მხატვარს, ამ ნახატების მეშვეობით თავიანთი ახალგაზრდობისა და სიყმაწვილის გახსენების, ქალაქის მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობებ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო ბოლოს მხატვარმა გიორგი მანოიანმა მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ ცენტრს თავისი ხელოვნების ფართო საზოგადოებისათვი გიორგი მანოიანის გრაფიკულ ნამუშევართა პერსონალური გამოფენა „წარმავალი თბილისი ...“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გრძელდება.
|