1geo

fb you od

ხსოვნის პანაშვიდი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

earthquake 

2014 წლ 7 დეკემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით აღევლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, სომხური სათვისტომოს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

საღმრთო ლიტურგიის დროს მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა იქადაგა ქრისტიანული ტრადიციების მნიშვნელობასა და მათი სწორად და გააზრებულად შესრულების შესახებ.

საღმრთო ლიტურგიის ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაიონებში 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა და ამ ბოლო დროს არცახში ჩამოგდებული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ეპარქიის წინამძღვარმა ღვთის გამოცდა უწოდა არცახის ომის მძიმე დღეებში სომხეთის თავს დამყდარ დამანგრეველ მიწისძვრას, რომლის ძლიერმა ბიძგებმა წამებში 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გაიხსენა ასევე არცახის საზღვარზე მტრის ჩამოგდებული ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები, რომელთაგან ერთი თბილისში ცნობილი „ანი“ ანსამბლის ხელმძღვანელის - ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანის ბიძაშვილი იყო.

ვაზგენ წინამძღვრმა გაიხსენა ასევე მსოფლიოს ქვეყნების გამოხმაურება და დახმარება უბედურებაში აღმოჩენილი სომეხი ხალხისთვის. წინამძღვარმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მეზობელი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ აღმოჩენილ დახმარებას და აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი ყოველთვის მადლიერებით იხსენებს მისთვის აღმოჩენილ დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ დრო არჩენს ჭრილობებ, სომეხი ადამიანი კვლავ ლოცვით ითხოვ მსხვერპლთა სულის მშვიდობა და სანთლებს ანთებს მათი ხსოვნისათვის. მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში და სანთლები დაინთო მათი სულის სიმშვიდისათვის.

IMGP0008 IMGP0063 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)