1geo

fb you od

ნერსისიან სკოლის დაარსებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nersesyan 

2014 წლის 12 დეკემბერსსაქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა ნერსისიან სკოლის დაარსებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი დოკუმენტური მასალის გამოფენა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო „ჰაიარტუნ“ცენტრის მიერ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით და გალუსტ გიულბენკიან ფონდის მხარდაჭერით. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სრ ეროვნული არქივის თანამშრომლები, თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დამთვალიერებელთა წინაშე წარდგინილი იყო მასალა - წერილები, ბრძანებულებები, ოქმები, ფოტოები, რომელიც მოგვითხრობს ამიერკავკასიაში პირველი საშუალო სასწავლო დაწესებულების ერთსაუკუნოვანი მოღვაწეობის შესახებ, და რომელიც მოწმობაა იმისა, რომ ნამდვილად დიდი და განუმეორებელია აღნიშნული სასწავლო დაწესებულების როლი ერის განათლების საქმეში.

გახსნა რა გამოფენა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა დამთვალიერებლებს აუწყა ამ ბოლო პერიოდში ნერსისიან სკოლის შემორჩენილ შენობაში “ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომელთა ერთი ჯგუფის მიერ შესრულებული გადაღებების შესახებ, და სინანულით აღნიშნა, რომ შენობა ამჟამად ნახევრადგარემონტებული კერძო საკუთრებაა.

გამოფენის დამთვალიერებლებმა დიდი ინტერესით მოისმინესსომხეთის რესპუბლიკის ეროვნული არქივის დირექტორის ამატუნი ვირაბიანის გამოსვლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის იმდროინდელი წინამძღვრის, ცხონებული ნერსეს აშტარაკეცის ძალისხმევით დაარსებული ნერსისიან სკოლის შესახებ.

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა ისაუბრა სომეხი ხალხის ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების ქველმოქმედებების მნიშვნელობაზე.

ამაღელვებელი იყო პოეტი, მთარგმნელის ანაჰიტ ბოსტანჯიანის გამოსვლა, რომელიც ავტორმა დაასრულა ისტორიული სასწავლო დაწესებულებისადმი მიძღვნილი ლექსის წაკითხვით.

კურთხევისა და შეფასების სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა სრ ეროვნულ არქივთან ცენტრის თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი ექსპონატების „ჰაირტუნ“ ცენტრისათვის საჩუქრად გადაცემისათვის, წინამძღვარმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორაში სომხური იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი საწინდარი ეროვნული მაღალღირებული სკოლის ქონაა, რომლის შექმნის იდეა უნდა რეალობად იქცეს.

სრ ეროვნული არქივის განყოფილების გამგემ გოჰარ ავაგიანმა დამსწრეებს განუმარტა გამოფენილი დოკუმენტური მასალის შინაარსი და მნიშვნელობა.

ნერსისიან სკოლის დაარსებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაგრძელდება27 დეკემბრამდე.

DSC01283 IMGP0322 IMGP0192 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)