1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაში რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

3 

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საქართველოშო მოქმედი ოთხი რელიგიური კონფესიის: სომთა სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიების, მუსულმანური და ებრაული თემების ლიდერებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

პრემიემინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა დამსწრეებს და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ოთხი რელიგიური კონფესიისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ მთავრობის დადგენილება შესრულებულია. მთავრობის ხელმძღვანელი კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე დამსწრე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ წარმოადგინა მოკლე ანგარიში, რომლის თანახმად სახელმწიფოს მხრიდან ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და გადანაწილებული თანხები დარიცხულია მათ ანგარიშზე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სომეხ მორწმუნეთა სახელით მიესალმა  პრემიერ-მინისტრს და კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ბოლო პერიოდში რელიგიურ კონფესიების, მათ შორის საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის, საჭირბოროტო საკითხებისადმი ყურადღებით მოპყრობისათვის.  

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ პრემიერ-მინისტრის ყურადღება გაამახვილა საქართველოს გასაბჭოებამდე ქვეყანაში მოქმედი სომხური ეკლესიების ეპარქიისათვის დაბრუნების საკითხზე, რისთვისაც ეპარქიის საეპისკოპოსომ მთავრობას წარუდგინა სრული სია. ეპარქიის წინამძღვარმა დააყენა ასევე საქართველოს სომხური სათვისტომოსა და მორწმუნეთათვის საჭირბოროტო სხვა საკითხები.

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამდეგი შობა-ახალი წელი და დაპატიჟა 6 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ნათლისღების ცერემონიალზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)