1geo

fb you od

პანაშვიდის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hogehangist 

მიმდინარე წლის 18 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა გიუმრიში დახოცილი ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის ხსოვნის პანაშვიდი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა მორწმუნეებს, ერის შვილების დაკარგვის გამო ერთობლივად ლოცვის სიფხიზლის ძალისა და ნების გამოჩენის მოწოდებით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დაგმო ავეტისიანების ოჯახის ტრაგიკული მკვლელობა და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა გიუმრელების სამართლიანი მოთხოვნის მოსმენისკენ. წინამძღვარმა მოუწოდა სომხურ-რუსული მეგობრობის სიმყარის შენარჩუნებისა და, წინაპრების ანდერძის თანახმად, ქართველებთან ხალხთან მეგობრობის გაგრძელებისკენ, ხალხთან, რომელმაც ბოლო პერიოდში გაიზიარა სომეხი ხალხის მწუხარება.

მისმა ყოვლადუსამღვდელოებამ საქართველოს მორწმუნე სომეხი ხალხის სახელით მიუსამძიმრა ავეტისიანების ოჯახის ნათესავებს, ახლობლებსა და ქალაქ გიუმრის მოსახლეობას და მისი ძმური სიყვარული გადასცა შირაკის ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს.

წინამძღვარმა მოუწოდა მწუხარების ერთობლივად, სომეხი ადამიანის ღირსებით გამკლავებისკენ.

მორწმუნეებმა ლოცვა აღავლინეს პატარა სერიოჟას გამოჯანმრთელების ვედრებით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან სომხეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ექიმები. დამსწრეებმა სანთლების დანთებითა და საკმევლის კმევით ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის.

პანაშვიდის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლები, სათვისტომოს მოღვაწეები.

პანაშვიდი შესრულდა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისდა ბათუმის სომხურ ეკლესიები.

IMGP0033 IMGP0045 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)