1geo

fb you od

ეკუმენური ლოცვა თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ekumenik 

მიმდინარე წლის 23 იანვარს თბილისში გაიმართა ქრისტიანული ერთობისათვის ყოველწლიური ეკუმენური ლოცვ. ამჯერად ლოცვა გაიმართა ლუთერანულ ეკლესიაში და ლოცვის დევიზი იყო "წყალი მიეცი". ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობ ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობ ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრები ეპისკოპოსები მერაბ გაფრინდაშვილი და რუსუდან გოცირიძე. ლოცვაში მონაწილეობდნენ როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა ეკლესიებისა და კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები და მორწმუნეთა ჯგუფები. ლოცვაზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველო ისლამური საზოგადოების წარმომადგენლები.

ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტო თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ამიერკავკასიის ქვეყნებში რომის პაპის წარმომადგენელი მარეკ სოლჩინსკი, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორტვიგ ჰენიგი.

მონაწილე ეკლესიები გამოვიდნენ ღვთის სიტყვ მოსმენის, რწმენაში ერთად ყოფნის, პატიების, მონანიების და შეწყალების ლოცვებით. და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული იყო მონაწილეთა კულტურ და ენ, იგივე იყო ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანთა ერთიანობის ლოზუნგი - ყოვლისშემძლე წყალივით ადამიანთა სული ავსება ერთიანობით, რაც ჩვენი განსხვავებულობის აღიარება, წყლი თხოვნა, რომელიც აავსებს მათ სულს სიკეთით და გახდის ერთიანს. თანალოცვის, რთმანეთ ხელშეწყობის სული და სითბო სუფევდა ეკუმენური ლოცვის დროს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ლოცვა აღავლინეს ასევე მსოფლიოში სისხლისღვრის და ტერორისტული აქტების შეწყვეტის და ყველგან პოლიტიუკური დაძაბულობის აღმოფხვრის და მსოფლიოში მშვიდობისდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის.

ლოცვის მონაწილე მორწმუნეებმა სანათლავ ავზთან სანთლები დაანთეს და წყალში ჩაუშვეს.

ეკუმენური ლოცვა დამთავრდა ოთხი წინამძღვარი ეპისკოპოსის მიერ თავის მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.

IMGP0002 IMGP0024 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)