1geo

fb you od

თბილისში ძირითადი „ბარეკენდანი“ (ყველეული) აღინიშნა ჰარისის ფესტივალით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

harisa 

თბილისი სომხურ სათვისტომოში უკვე ლამაზ ტრადიციად იქცა ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულის აღნიშვნა სომხური კერძის - ჰარისის ფესტივალი, რომლის ინიციატორად და ორგანიზატორად გამოდის საქართველოს სომეხ ქალთაშუშანიკკავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის დაჰაიარტუნცენტრის მხარდაჭერით. ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და იქცევა სახალხო ზეიმად, რომელზეც სომეხი ქალი წარდგება დიასახლისის მისი უნარი და სითბოთი მომზადებული აღნიშნული ეროვნული კერძით.

2015 წლის 15 თებერვალ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრში გამართულ ზეიმს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობ ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, სხვადასხვა სტრუქტურათა ხელმძღვანელები, სტუმრები, ფართო საზოგადოება.

ღონისძიება გახსნ საქართველოს სომეხ ქალთაშუშანიკკავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მიზ - დიდი მარხვის წინა დღით, აღნიშნული ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულთან ჰარმონიაში ყოფნით - ამ ეროვნული კერძის, ტრადიციების და ჩვეულებების შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა.

დარბაზი გასწვრივ ჩამწკრივებული იყო 20-ზე მეტი ქვაბ, ჰარისის ნაირსახეობებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა სასულიერო დღესასწაული, აკურთხა ქვაბები, დამსწრეები მიიწვია ტრადიციული ჰარისის დასაგემოვნებლად.

ჰაიარტუნცენტრში კვლავ სიმღერისა და მუსიკის ხმა ჟღერდა. დამსწრეებს ჰარისით უმასპინძლდებოდნე. ხალხმრავალი საზოგადოება, რომელთა შორის იყვნენ სხვა ეროვნების ადამიანებიც, სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები, გაკვირვებით და აღფრთოვანებით უყურებდნენ ამ მხიარულ სანახაობას, რომლის მონაწილეები თბილისელი სომხები გახლდნენ. ყველგან სუფევდა ბარეკენდანის სიხარული და სურნელოვანი ჰარისის მონიჭებული მხიარული განწყობა.

DSC01855 DSC01885 DSC01897 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)