1geo

fb you od

ანაჰიტ ბოსტანჯიანი: სომხურ და ქართულ ლიტერატურათა დამაკავშირებელი პოეტი, მთარგმნელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Anahit Bostanjyan 

2015 წლის 17 თებერვალ, თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა ცნობილი პოეტი, მთარგმნელი, თანამედროვე სომხურ სალიტერატურ სარბილეზე მისი განსაკუთრებული ადგილდამკვიდრებული, პროზაული და პოეტური ნამუშევრების ავტორი, მთარგმნელობითი ლიტერატურის დიდი ოსტატის, სომხურ და ქართულ ლიტერატურათა დაკავშირების საქმის დიდი ერთგულის ანაჰიტ ბოსტანჯიანის დაბადების 65 წლისა და ლიტერატურული მოღვაწეობის მე-40 წლისადმი მიძღვნილი საიბილეო საღამო.

ლამაზ დარბაზში შეკრებილიყვნენ ქართული ლიტერატურის ცნობილი სახეები, ანაჰიტ ბოსტანჯიანის ნაწარმოებებისა და თარგმანების თაყვანისმცემლები და დამფასებლები, ორი ხალხების მეგობრობის ერთგულები და მქადაგებლები.

ღონისძიებ მისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დარბაზში ადგილები ეკავათ ასევე საქართველოში სრ საელჩო დიპლომატებ, სხვადასხვა გამომცემლობების ხელმძღვანელებს და სტუმრებ.

პოეტმა მაყვალა გონაშვილმა გახსნ საიბილეო საღამო, რომელსაც უწოდა სიყვარულის, ხალხების და მეგობრობის ზეიმი. წაკითხეს საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის მიმართვა ანაჰიტ ბოსტანჯიანისადმი, ასევე სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ედვარდ მილიტონიანის, თბილისის მერიის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ია მაქაცარიასა და სხვათა მილოცვები.

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ მიშველაძე, განზოგად ბედი, ისტორიით, ბიბლიოგრაფიით, წეს-ჩვეულებებით დაკავშირებული, საუკუნეების მანძილზე ერთად მიმავალი ხალხების განვლილი გზა, საიბილეო ღონისძიებას წოდ სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის ზეიმი, ანაჰიტ ბოსტანჯიანს კი - ორი ერის ლიტარატურათა ერთგულ პიროვნებად, რომელიც აახლოვებს და აკავშირებს ამ ლიტერატურებს. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანს გადასცა ანა კალანდაძის პრემია.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიულოცა ნიჭიერ პოეტს, უსურვა რწმენით აღსავსე წინსვლა, ახალი მწვერვალების მიღწევა და დიდ პოეტს აჩუქა ჯოვანი ვეფხვაძის ძველი თბილისის მოტივებზე შესრულებული ფერწერული ტილო. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულიჰაიარტუნ ცენტრის სახელით ანაჰიტ ბოსტანჯიანსერევანიდათბილისოსიმღერებით მიულოცანერსეს შნორჰალიბავშვთა გუნდმა.

40 წიგნი ავტორ, ჟურნალისტ, პუბლიცისტ, კამურჯ წელიწდეული რედაქტორ ანაიტ ბოსტანჯიანს სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობის გაღრმავებისა და განვითარების საქმეში თავდადებული მუშაობისათვის მადლიერების სიტყვით მიმართეს მწერალმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, ჟურნალცისკარისრედაქტორმა ბაღათერ არაბულმა, პოეტმა მზია ხეთაგურმა, მწერალმა რევაზ ადამიამ, მწერალ-მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ, გაზეთვრასატნის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ ჰენრიხ მურადიანმა, პროფესორმა ემა ახტიანმა, ისტორიკოსმა ნორაირ ბაღდასარიანმა და სხვებმა.

ანაჰიტ ბოსტანჯიანის საიუბილეო საღამო გამოსვლებით დაამშვენეს მუსიკოსმა ვაჟა აზარაშვილმა, მომღერალმა ირმა სოხაძემ, იუბილარის შვილიშვილმა ლიზა თოროსიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა კი შეასრულა პოეტის სიტყვებით დაწერილი სიმღერა.

საღამო იქცა სომხურ და ქართულ ლიტერატურათა დაახლოების, ორი ხალხის მეგობრობისა და სიყვარული დღესასწაულად, რომლი გვირგვინოსანი ანაჰიტ ბოსტანჯიან - უნიჭიერესი შემოქმედი იყო.

DSC 0118 DSC 0120 DSC 0132 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)