1geo

fb you od

კეთილ სამარიელთა საჩუქრები საყვარელ ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nverner 

მიმდინარე წლის 5 მარტს, თითქოს ორ ნაწილად იყო დაყოფილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი. მაყურებლის როლში 3-14 წლის ბიჭები და გოგონები იყვნენ, კედლის გასწვრივ მათი დედები და ბებიები იყვნენ ჩამწკრივებულნი.

"საქართველოში კეთილი სამარიელი " საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ლოგისტიკის კოორდინატორის კარენ ერიციანის ინიციატივით და ორგანიზაციის ხელმძღვანელის მერაბ ორაგველიძის მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრ ქალბატონების შვილებსა და შვილიშვილებს დაურიგდათ "კეთილი სამარიელი" ორგანიზაციის ბავშვების შეგროვებული და მათი ხელით შეფუთული და გამოგზავნილი ყუთები. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს, რომ არის დიდი ორგანიზაცია, რომლის წევრი ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ მათგან შორს ცხოვრობენ, ისინი ძალიან უყვართ და ლამაზი სათამაშოები და საჩუქები გამოუგზავნეს მათ თანატოლებს, და ეს "კეთილი სამარიელი" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ბავშვების სიყვარული, ზრუნვა და ყურადღებაა საქართველოს ასობით ბავშვისადმი.

სიურპრიზით გაბედნიერებული ბავშვები, ლამაზი ყუთებით ხელში, მშობლებთან ერთად თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

IMGP0009 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)