2015 წლის 15 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ- პროფესორის, „ლორვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირის თავმჯდომარის, სრ გმს ენის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის სერგო ერიციანის „ანანიან- ჰოვნანიანების კვალდაკვალ“ წიგნის პრეზენტაცია. „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით, გაზეთ „ვრასტან“-ის მხარდაჭერით და ბიზნესმენ რაფიკ აღაჯანიანის მფარველობით მოწყობილ ღონისძიებას ესწრებოდნენ წიგნის ავტორი, სტუმრები, თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევისა და კეთილი სურვილების შემდეგ, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა სერგო ერიციანს და მასთან მომუშავე ჯგუფს, საქართველოში სომეხი ბიზნესემენების მოღვაწეობის წარმოჩენისა და მომავალი თაობებისთვის წარდგენის პატრიოტული საქმისთვის.
„ლორვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირის თავმჯდომარემ, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ალექსანდრე მანთაშევთან, მიხეილ არამიანცთან, პიტოევსა და მელიქ-აზარიანცთან ერთად ანანიან-ჰოვნანიანების საგვარეულოს პოპულარიზაცია, მკითხველისთვის ამ საგვარეულოს ღირსეული შვილების მოღვაწეობისა და ქველმოქმედების წარდგენა. სერგო ერიცინმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ მან მოახერხა არა მხოლოდ ანანიან-ჰოვნანიანებზე სრული წიგნის დაწერა, არამედ ვიდეოფილმის გადაღება სომეხი ადამიანის ტიპზე, რომელიც არის აღმშენებელი, შემოქმედი და ჰუმანისტი.
ანანიანის კვადაკვალ სვლაში ფილოლოგ-მკვლევარის მეგზურმა იური მკრტუმოვმა ისაუბრა იმერეთის რეგიონის სოფელ სვირის მცხოვრებელთა განსაკუთრებული თბილი მოპყრობა ანანოვების ხსოვნისადმი. სვირის მცხოვრებელთა შთამომავლები 100 წლის შემდეგაც აგრძელებენ სომეხი ადამიანის ბიზნესის კვალის ჩვენებას აშკარა სითბოთი - „ვარციხის“ ღვინისა და კონიაკის ქარხანა, ანანოვების სახელობის წყარო, 35 მილის სიგრძის წყალსადენი, აჯამეთის მუხნარი, ასევე აფასებენ მშრომელი ადამიანისადმი ბიზნესმენთა დამოკიდებულებასა და მზრუნველობას.
ანანიან-ჰოვნანიანების შესახებ წიგნის გამოსცემისა და მათი სამუშაოს საზოგადოებისათვის წარდგენისა და ხელმისაწვდომობისათვის გულწრფელი სიტყვა თქვეს პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, ისტორიკოსებმა რუბენ ნაჰატაკიანმა და ენოქ თადევოსიანმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეაჯამა პრეზენტაცია და მაღალი შეფასება მისცა ერის ერთგული შვილების მოღვაწეობის წარმოჩენისა და თაობებისათვის გადაცემის მიზნით ერის ღირსეული შვილის სერგო ერიციანისა და სხვების შესრულებულ თავდადებულ სამუშაოს. წინამძღვარმა ასევე ხაზი გაუსვა სომეხ ბიზნესმენ-ქველმოქმედთა შემოქმედებით, კონსტრუქციულ და საქველმოქმედო საქმიანობას, რომელიც სრულდება იმ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, რომელიც მათი ქვეყანაც არის და ეს ისტორია მათ შესახებ რეალობაა, რომელიც აუცილებლად უნდა წარმოაჩინონ და აჩვენონ მომავალ თაობებს.
„ლორვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირის ინიციატივით გაიმართა ასევე ცხონებული სარგის დარჩინიანის „თბილისი - სომხური ესკიზები“ წიგნის რუსული თარგმანის პრეზენტაცია.
ხალხმრავალ დარბაზმა დიდი ინტერესით უყურა „კარწიქ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ „ანანიან-ჰოვნანიანები: დავიწყებული ბილიკებით“ ვიდეოფილიმს.
|