ვაჰან ტერიანი - 130, სომეხთა გენოციდი - 100 |
ამ სახელწოდებას ატარებდა 2015 წლის 29 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ღონისძიება, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზებული იყო სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგის როზა ზორაბიანის მიერ. ღონისძიებას, მისი დასწრებით, პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელო განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა დამსწრეებს მიულოცა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული და სცენა დაუთმო საკვირაო სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებელს. ვაჰან ტერიანის ემოციურმა პოეზიამ დაიპყრო აუდიტორია და გადაიყვანა წარსულში, რომელიც ადამიანს ახსენებს სიყვარულის სიხარულს, დაშორების ტკივილს, სამშობლოს უბედურ აწმყოს, გენოციდის საშინელ დღეებს, იმედგაცრუებას, სევდას. ახალგაზრდები, რომლებიც ერთი-ორი წლის წინ მშობლიურ ენაზე ძლივს წარმოთქვამდნენ სიტყვებს, ფურცლავდნენ დიდი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გვერდებს, ლამაზი დეკლამაციით და დიდი ღელვით წარმოადგენდნენ ვაჰან ტერიანის შემოქმედებას, მისი მოღვაწეობის ეპიზოდებს. მათ გააჟღერეს პოეტური სტრიქონები, რომლებიც ასე წმენდენ, ალამაზებენ და აღელვებენ ადამიანის სულს, გაიხსენეს დიდი ლირიკოსის შემოქმედებაზე როგორც სომეხი, ასევე სხვა ერების დიდებულთა გამონათქვამები და შეფასებები. ფასდაუდებელია მასწავლებელ როზა ზორაბიანის წვლილი იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლო მშობლიური ენის კურსის დაკავშირება პატრიოტიზმთან, ნაციონალურ გრძნობებთან, წარსულის დანაკარგებსა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნასთან, ამით იგი შთააგონებს მის მსმენელებს სომხური ენის მარადიულობის, სომხური კულტურის განვითარების, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მარადიულობის გრძნობას, - აი ასეთი აზრი გამოთქვეს გამომსვლელებმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, მიქაელ თადევოსოვმა, მელანია ბარსეღიანმა, სამველ აღეკიანმა, ლევონ ოსიპოვმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლის ერთგულებას თაობებისათვის სომხური განათლების მიცემის საქმისათვის, მიესალმა ახალგაზრდების მშობლიური ენის შესწავლის გადაწყვეტილებას და ნებას. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ენის შენარჩუნებით, რწმენისადმი ერთგულებით, წინაპართა ხსოვნისადმი პატივის მიგებით, სამშობლოს კეთილდღეობისადმი ერთგულებით სომეხ ხალხს შეუძლია მიაღწიოს მისი სასამართლოს სამართლიან გამარჯვებას. ღონისძიებაზე გაიჟღერა ვაჰან ტერიანის ლექსებზე დაწერილმა სიმღერებმა. |