სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის საჩუქარი ბათუმელ სომხებს |
2015 წლის მარტში, სრ მთავრობის, სრ დიასპორის სამინისტროს მეშვეობით საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის შემოწირული მატერიალური სახსრებით, ქალაქ ბათუმში შეძენილ იქნა შენობა, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის დასაარსებლად. მთავრობის გეგმის განსახორციელებლა მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელო ბათუმში, სადაც 1885 წელს აშენებულ “სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში მოქმედებს სომხური ერთდღიანი სკოლები, გუნდი, შეძენელი შენობა-ნაგებობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრის და სხვადასხვა წრეების გახსნისათვის. ეპარქიის წინამძღვრის, სტუმრების და ადგილობრივი სამრევლო საბჭოს თანხმობით გადაწყდა, რომ ცენტრს ეწოდება დიდი ეროვნული ქველმოქმედის ალექსანდრე მანთაშოვის სახელი. წინამძღვარმა ამ სასიხარულო ამბის გამო, აჭარის სომეხი მორწმუნეებისა და სათვისტომოს სახელით მადლობა გადაუხადა დედა სამშობლოს ხელისუფლებას, საქართველოს სომხური სათვისტომოს დიდი მხარდაჭერისათვის. საეპისკოპოსომ უკვე მიმართა საქართველოს ჯინიშიანის ხსოვნის ფონდს, ცენტრის სარემონტო სამუშაოების მხარდაჭერის თხოვნით. აჭარის სამღვდელოება და საკონსულო იმედს გამოთქვამენ, რომ ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის ცენტრი ამა წლის სექტემბერში კარს გაუხსნის ბავშვებს, ახალგაზრდებსა და კულტურის მოყვარულ საზოგადოებას.
|