1geo

fb you od

გაზაფხული და დედის სიყვარული „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nakhakrdaran 

2015 წლის 1 აპრილ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა სურბ მოვსეს ხორენაცისაბავშვო ბაღის ღონისძიება, სახელწოდებითგაზაფხულ და დედის სიყვარული“. ზეიმს ესწრებოდნენ ეკლესიის სასულიერო პირები, „ჰაიარტუნცენტრის თანამშრომლები, მშობლები და სტუმრები.

ღონისძიება ესწრებოდა ასევე საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მეუღლე - ქალბატონი ელეონორა ვარდანიანი.

ღონისძიება გახსნა ცენტრის განათლების განყოფილების დირექტორმა, „სურბ მოვსეს ხორენაცისკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა, მან დამსწრეებს მიულოცა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, უსურვა საგაზაფხულო განწყობა და ბუნების გამოღვიძების სიხარული. მან ხაზი გაუსვა ქალთა დღესასწაულს და დარბაზში მყოფ ქალბატონებს მისალოცი სიტყვა უთხრა.

დარბაზი გაფორმებული იყო თემის შესაბამისად: თოვლი საფარის ქვემოდან ამოსული მწვანე ბალახი, თავამოყოფილი ლამაზი ჭრელი ყვავილები. ეს ყველაფერი წარმოდგენილი ლამაზი წარმოსახვით და გემოვნები. სცენაზე, რომელიც გაზაფხულის მინდორს წააგავდა, იმღერეს და იცეკვეს ყვავილებად ქცეულმა პატარებმა. ჰარმონიულად შერჩეული მუსიკა ავსებდა ბავშვების წარმოდგენილ მშვენიერებას და დარბაზში მყოფთა გაკვირვებას და აღფრთოვანებას იწვევდა.

ბავშვებმა მხატვრული კითხვით, მხიარული სიმღერით, რაინდული ცეკვითა და ლამაზი მოძრაობები მათი მილოცვა გადასცეს ძვირფას დედებსა და ბებიებს, ყველა ქალბატონს და გაზაფხულის მახარობლებად იქცნენ.

პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა პატარების გამოსვლებს უწოდა ცენტრში მიმდინერე საგანმანათლებლო საქმიანობ მტკიცება, ჭეშმარიტი მოქალაქის აღზრდის მტკიცე საფუძველი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მაღალი შეფასება მისცა სკოლამდელი დაწესებულების ახალგაზრდა პედაგოგთა ძალისხმევას სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში, მადლიერების სიტყვით მიმართა მშობლებს, სომხური ენის შენარჩუნებისათვი და მოუწოდა ბავშვების სომხურ სკოლებში მიყვანისკენ.

ქალბატონმა ელეონორა ვარდანიანმა დაუფარავი გაკვირვებით და დიდი სიყვარულით გამოხატა მისი კმაყოფილება პატარების ლამაზ გამოსვლებზე და მადლიერების სიტყვით მიმართა მასწავლებლებს მათი ძალისხმევისთვის. ქალბატონმა ვარანიანმა პატარებს დაურიგა სააღდგომო საჩუქრები.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიისსურბ გევორგსაკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა, მან მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის თანამშრომლები მიდგომა და ერთგულებას მათი მისიისადმი. ისინი სომეხ ბავშვს ასწავლიან არა მხოლოდ წიგნიერებას, სიმღერ, ცეკვას, არამედ ასწავლიან და უვითარებენ ქცევის სწორ ნორმებს, მათ უნერგავენ სიყვარულს სომეხთა ეკლესიის, დედა სამშობლოსა და საქართველოსადმი.

ბოლოს ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობ ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი.

გაზაფხულისადმი მიძღვნილმა ღონისძიება ყველა დამსწრეს ბუნების გამოღვიძების, გაზაფხულის მოსვლის შეგრძნება, დედის სიყვარული და მაღალი განწყობა მოუტანა.

11096716 725588960891252 7009921642907180118 n 11102656 725588954224586 347248794074067253 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)