1geo

fb you od

სომეხთა გენოციდ გადატანილთა მემკვიდრეები საქართველოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

genocide 100 

ამ სახელწოდებას ატარებდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში 2015 წლის 4 აპრილს, გამართული სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფოტოგრაფ სერგეი ფიდანიანის ინიციატივით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით ორგანიზებული საავტორო ფოტოგამოფენას თანდართული ჰქონდა გენოციდს გადარჩენილთა და საქართველოში დამკვიდრებულთა შთამომავლების ისტორიები - სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე.

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლებზე გამოკრული ფოტოსურათები წარმოადგენდა გენოციდ გადატანილთა ოთხი თაობის 34 შთამომავალს, რომელთაც აერთიანებდა ერთი გენი და სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები.

ჩვენება დიდი ინტერესით დაათვალიერეს და ტექსტები წაიკითხეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა, სულიერმა მამებმა, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა, საზოგადოების მრავალენოვანმა წარმომადგენლებმა, ახალციხიდან სპეციალურად ჩამოსულმა სომხური სათვისტომოს წევრებმა.

დასწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, მან ხაზი გაუსვა ჩვენების მიზანს - ამ ამაღელვებელი ისტორიების წარმოდგენით გენოციდის გახსენებას, დანაშაულის დაგმობას და კომპენსაციის მოთხოვნას.

ყველა გამომსვლელმა: ვან ბაიბურთიანმა, კარენ მელიქიანმა, ენოქ თადევოსიანმა, ჰენრიხ მურადიანმა, იური მეჩიტოვმა, ჯოვანი ვეფხვაძემ, რუბენ რუხკიანმა, სამველ მკრტჩიანმა, ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ვიქტორია მაქსოევამ, ირენა ოგანჯანოვამ მაღალი შეფასება მისცეს განზრახვას. თავისი გრძნობები მასწავლებელმა მანანა კარაპეტიანმა გამოხატა პარუირ სევაკის „ანლრელი ზანგაკატუნ“ პოემიდან ნაწყვეტის დეკლამაციით.

ფოტოგრაფმა სერგეი ფიდანიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა წინაძღვარს და „ჰაიარტუნ“ ცენტრს, მან აღნიშნა, რომ ეს გამოფენა მიაჩნია მის შეტანილ წვლილად სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის ღონისძიებებში, და დასძინა, რომ ჩვენების ჯავახეთსა და ერევანში გამართვის მიზანი აქვს.

ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები, ხაზი გაუსვა დიასპორის სომეხთა როლს და მნიშვნელობას სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის საქმეში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ მოწამეთა ხსენებით, პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ იმ ქვეყანას, რომელმაც მოაწყო გენოციდი, ასევე მადლიერების გამოვუხატოთ იმ ერებსა და ხალხებს, რომელთაც შეიკედლეს გადარჩენილები, ვისი დახმარებით გენოციდ გადატანილთა შთამომავლები აგრძელებენ სიცოცხლეს, ქმნიან და მოღვაწეობენ დედა სამშობლოსა და იმ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელმაც შეიფარა ისინი.

გადაწყდა გამოფენის ფოტოსურათების და დართული ისტორების გამოქვეყნება ცალკე წიგნად.

DSC02454 DSC02455 DSC02479 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)