საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის (სსსკ) საერთო კრებაში |
მიმდინარე წლის 1-3 აპრილს, ერევანში გაიმართა სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის (სსსკ) 88-ე საერთო კრება. კრებაში მონაწილეობდა 150-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კრებაზე საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დელეგაცია, დირექტორის, ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობის კოორდინატორი ნინა სეროპოვა, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ხელმძღვანელი გიორგი თუმასიანი, მთარგმნელი მარინა სარგსიანი, განყოფილების აქტივისტები რევიკ კარაპეტიანი და სერგეი ნაჯაროვი. სსსკ-ს საერთო კრებას ესწრებოდნენ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, სრ პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ვიგენ სარგსიანი, სსსკ-ს პრეზიდენტი ბერჭ სედრაკიანი, TUMO ცენტრის დამფეძნებელი სემ სიმონიანი, სომეხი ქველმოქმედი რუბენ ვარდანიანი. 88-ე საერთო კრების ფარგლებში, დელეგაციათა წევრები ეწვივნენ UWC Dilijan-College სკოლა-პანსიონს, სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტს და შემოქმედებითი ტექნოლოგიების TUMO ცენტრს. კრებაზე გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა: "ადამიანური პოტენციალი სომხეთსა და დიასპორაში", "სომხური დიასპორა", "სომხური სახელმწიფოებრიობის შენების გამოწვევები", "სომხების საერთაშორისო პოზიციების გამყარება" და სხვ. დისკუსიების დროს მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ხელოვნების, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლები. კრების მონაწილეებმა დიდი ყურადღებით მოუსმინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციის წევრების გამოსვლებს და მათ მიერ წამოყენებულ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა გასულ საუკუნეში საქართველოში, კერძოდ, თბილისში სომხური სათვისტომოს პოზიციებს, სომხური ინტელექტუალური ცხოვრების განვითარებისა და წინსვლის საქმეში ნერსისიან სკოლის გადამწყვეტ როლს, დიასპორაში სომეხი ადმიანის ინდივიდუალობის და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ეროვნული სკოლის განვითარებას. დელეგაციის წევრები ეწვივნენ წიწერნაკაბერდს და ყვავილებით შეამკეს სომეხთა გენოციდის მოწამეთა ხსოვნის მემორიალი. |