1geo

fb you od

ბათუმში აკურთხეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

khachqarb
 

2015 წლის 12 აპრილს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა ეკლესიის ეზოში აღმართული ორი ხაჩქარის კურთხევის ცერემონია. ერთი ხაჩქარი მიეძღვნა სომხურ-ქართულ მეგობრობას, მეორე - სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ხაჩქარების (ოსტატი სერგეი დანელიანი, ქალაქი ვანაძორი) შემომწირველი გახლავს სრ ქალაქ ვანაძორის მერი ბატონი სამველ დარბინიანი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ბათუმში.

ამ სანუკვარ ცერემონიაზე დასასწრებად ბათუმში იყო ჩასული საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი. ხაჩქარების კურთხევასა და სხვა ცერემონიებს ესწრებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სრ გენერალური კონსული არამ გრიგორიანი. ხაჩქარების კურთხევის ცერემონიას მისი დასწრებით პატივი დასდო ბათუმის მერმა ბატონმა გიორგი ერმაკოვმა.

ხაჩქარები აკურთხეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მონაწილეობით.

ცერემონიის დასასრულს წინამძღვარმა დღის საიდუმლოს ანდერძით მიმართა სომეხ ხალხს, მაღალი შეფასება მისცა ვანაძორის მერის ამ პატრიოტულ საქმეს, დალოცა ბათუმის სომხური სათვისტომო, ასევე მათი სულიერ მოძღვარი, მაღალი შეფასება მისცა ქალაქ ბათუმის ხელისუფლებას, ბათუმელი სომხების გეგმების მხარდაჭერისათვის. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ბათუმელებს გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა.

ბათუმის მერმა ბატონმა გიორგი ერმაკოვმა დამსწრეებს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწული, ხაზი გაუსვა სომხურ-ქართულ მეგობრობას, ქალაქ ვანაძორთან ბათუმის მეგობრობას და თქვა, რომ ქართველი ხალხი იზიარებს სომეხი ხალხის მწუხარებასა და ტკივილს.

სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული ხაჩქარებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით სომხებისათვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას და მის ინფორმირებულობას სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებების მთავარი ღირებულებების შესახებ, როგორიცაა - ხსოვნა, პასუხის მოთხოვნა, მადლიერება და აღორძინება.

ვანაძორის მერმა სამველ დარბინიანმა აღნიშნა, რომ ბათუმს და ვანაძორს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სომხურ-ქართული მეგობრობის შესანარჩუნებლად. მან მადლობა გადაუხადა ბათუმის სომხურ სათვისტომოს, რომ მას სასარგებლო საქმის გაკეთების საშუალება მიეცა. ვანაძორის მერმა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოების განხორციელების სურვილი გამოთქვა.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე კონსული არამ გრიგორიანი და სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი.

ხაჩქარების კურთხევის შემდეგ შესრულდა შესაწირის კურთხევა და დაურიგდა ხალხს.

ხაჩქარების კურთხევის ცერემონიის შემდეგ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის მე-3 მუსიკალურ სკოლაში გაიმართა კონცერტი, ეკლესიის „აღბიურ“ გუნდის და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იური ვარდანიანმა, მათ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბათუმში სრ გენერალური საკონსულოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს თან ახლდნენ ეპარქიის  ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის დირექტორი კარენ ერიციანი, კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი და სოციალური სამსახურის პასუხისმგებელი, წინამძღვრის კვერთხის მტარებელი, დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

11087052 579217525514405 1119451391 o 11114277 735081506611847 4975807288225369823 o 11147965 578926072210217 957091308 o 11141559 578930232209801 1110135562 o 11000578 578926722210152 276338683 o

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)