1geo

fb you od

შესრულდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მთავარი შესასვლელი კარის კურთხვის ცერემონია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

dur 

2015 წლის 19 აპრილს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, შესრულდა თბილისის უძველესი ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის კურთხევის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ სრ პოლიციის საგანმანათლებლო კომპლექსის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ჰოვანეს ვარიანი და სრ ადვოკატი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი დავით მანთაშიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულებულ კურთხევის ცერემონიას ესწრებოდნენ ერის ღირსეული შვილები, თბილისში დაბადებული, ამჟამად რუსეთში მცხოვრები როლანდ ნალბანდიანი და რუდიკ არაქელიანი, რომელთა შემოწირულობით განხორციელდა კარების დამზადების და დაყენების სამუშაოები.

წინამძღვარმა დალოცა ეზოში შეკრებილები, მადლიერების სიტყვით მიმართა ერის ქრისტეს მოყვარე შვილებს, რომელთა შემოწირულობით გალამაზდა სომხური ეკლესია ავლაბრის უბანში, კურთხევის წერილები გადასცა როლანდ ნალბანდიანსა და რუბენ არაქელიანს და ეპარქიის სახელით საჩუქრად გადასცა ცნობილი თბილისელი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის თბილისის გამოსახულებით ნახატი და ნატიურმორტი.

ვაზგენ ეპისკოპოსმა შეფასების სიტყვით მიმართა ასევე ოსტატებს მიჰრან დილბარიანს და ბესარიონ ნემსაძეს, სოსო საჯაიას, რობერტ ისახანიანს, კარენ ერიციანს და დიაკვან გევორგ ანტონიანს, რომელთა დაურაღავი შრომის შედეგად უმოკლეს ვადებში განხორციელდა შესასვლელის სარემონტო სამუშაოები და ეკლესიის შესასვლელი კარის დაყენება.

თბილისელ სომხებს მისალოცი სიტყვით მიმართა სრ ადვოკატმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა დავით მანთაშიანმა.

IMGP0002 IMGP0022 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)