სომეხთა გენოციდის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი) სოფელ კულიკამში |
20 აპრილს, ჯავახეთის სოფელ კულიკამში გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალ-ხაჩქარის გახსნის ცერემონიალი. ქველმოქმედი და პატრიოტი სომეხი ადამიანის - სურიკ მარაბიანის შემოწირულობით ჯავახეთის ამ მყუდრო კუთხეში აღიმართა 1915 წლის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის ხაჩქარი. ხაჩქარი აკურთხა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის მონაწილეობით. „კულიკამელებმა, რომელთა შორის არის სურიკ მარაბიანის მსგავსი ქველმოქმედი, აღმართეს ეს ხაჩქარი,, რომელმაც ყოველთვის უნდა შეგვახსენოს სომეხთა გენოციდის უთვალავი მოწამეები. ახალგაზრდა თაობას უნდა შეახსენოს სამშობლო დაკარგული სომეხი“, - განაცხადა ჯავხეთის სულიერმა წინამძღვარმა. ამ ისტორიულ მოვლენას მოჰყვა კულიკამის არტურ ღარიბიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეების ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება. დიდთოვლობამ კულიკამის ცეკვის ანსამბლს ხელი ვერ შეუშალა სომხური ცეკვების მშვენივრად წარმოდგენაში. ხაჩქარ-მემორიალის გახსნის ისტორიულ მოვლენას ესწრებოდნენ სტუმრები სომხეთიდან, ახალქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატი, ხელოვნების მოღვაწეები და სხვ. |