1geo

fb you od

კანონიზაციის ცერემონიას უყურეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

srbadasum 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში სათანადოდ იყო ორგანიზებული მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში მიმდინარე სომეხთა გენოციდის მოწამეთა სმინდანად შერაცხვის ცერემონიის ტრანსლაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება.

2015 წლის 23 აპრილს, დილიდან თბილისში შეუწყვეტლად წვიმდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სულიერ პირთა და სხვა თანამშრომელთა, თბილისის სომეხ მორწმუნეთა ძალისხმევით, მოეწყოთ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის სურბ ტრდათ ღია საკურთხევლიდან სომეხთა გენოციდის მოწამეთა წმინდანად შერაცხვის ცერემონიის ტრანსლაციის პირდაპირ ეთერში საჯაროდ ჩვენება.

17:00 საათზე ეკლესიის ეზოში ხალმრავლობა იყო, ეზოში განთავსებული ორი მონიტორიდან შესაძლებელი იყო ტრანსლაციის ღია ცისქვეშ ყურება.

სანუკვარი რიტუალის საყურებლად იყვნენ მოსული საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოს პატივცემული პირები, ინტელიგენციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უამრავი მორწმუნე. ტრანსლაციის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ქართველი ხელმძღვანელები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები.

ერთად საუფლო ლოცვის შემდეგ დამსწრეებს მიმართა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. სულიერმა მამამ ისაუბრა დღის საიდუმლოზე და მოუწოდა მოწამეთა წმინდანად შერაცხვისათვის ერთად ლოცვისკენ. მიუხედავად წვიმისა, დამსწრე საზოგადოება, ღელვის დაუფარავდად, აგრძელებდა ტრანსლაციის ყურებას. იყო პირდაპირი ჩართვა მთავარ საკათედრო ტაძრიდან, სადაც ნათლად იყო ნაჩვენები თბილისის ღონისძიება.

ცერემონიის დასასრულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მოწამეებს, რასაც მოჰყვა ეკლესიების ზარების რეკვა ასჯერ. ზარები დაირეკა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში, და ეკლესიებში, რომლებიც იზიარებენ სომეხთა მწუხარებას - საქართველოს რომაულ-კათოლიკურ, ევანგელურ-ლუთერანულ და ევანგელურ-ბაპტისტურ მოძმე ეკლესიებში.

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა წმინდანად შერაცხვის ცერემონია დასრულდა საუფლო ლოცვით. მამა ნარეკ ღუშჩიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა დამსწრეებს, ვინაიდან, მიუხედავად სხვადასხვა მედიასაშუალებებით და სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა მიერ გავრცელებული გაფრთხილებებისა მოსალოდნელი შეტაკებების შესახებ, თბილისის სომხური სათვისტომო უყოყმანოდ გამოვიდა და ბოლო წუთამდე, სიცივისა და წვიმის უგულებელყობით მონაწილეობა მიიღო კანონიზაციის ცერემონიის ჩვენებას.

მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინიდან ტრანსლიერებული კანონიზაციის ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს და ზარები დარეკეს ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და ბათუმის ეკლესიებში.

შემდეგ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან ხალხი ავტობუსებით და მანქანებით დაიძრა თბილისის გამარჯვების პარკისკენ, საიდანაც ჩირაღდნებით, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით და პატრიოტული სიმღერებით ისინი დაიძრნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსკენ, სადაც გაიმართა ხალხმრავალი აქცია. ყველა გამომსვლელი გამოსვლას ასრულებდა „აღიარება-დაგმობა-კომპენსირება“, „ბრძოლა“ „ოსმალეთის თურქეთი - დამნაშავე“ ლოზუნგებით, რაზეც უშუალოდ რეაგირებდნენ შეკრებილები.

აქცია გახდა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა სხსოვნისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება, რომელიც მონაწილეთა პროტესტის გამოხატულებაა 1915-23 წწ. სომეხი ხალხის გენოციდის უარყოფის პოლიტიკის წინააღმდეგ, აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის, საქართველოს სომხური სატვისტომოს ინიციატივით მოწყობილ ღონისძიებას შეუერთდნენ თბილისში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის სომხები.

11041083 818705141545201 1429860558262097877 n 11173363 1559423010989165 5329509933644470517 n 11193352 1559423630989103 1154511280212221398 n 

DSC 0864 DSC02685 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)