თბილისში გრძელდება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები |
2015 წლის 1 მაისს, დედაქალაქის 104-ე სომხურ სკოლაში (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) სომეხთა გენოციდის მილიონნახევარ უდანაშაულო მსვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა მოსწავლეთა მონაწილეობით მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი. სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - კარინე ჰოვანისიანისა და გიულნარა ჰარუთიუნოვას ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიებით მოსწავლეებმა დაგმეს სომეხთა გენოციდი, პოეზიის ენით გამოხატეს თავიანთი რისხვა და კომპენსაციის მოთხოვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები, სტუმრები, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებმაც დაუმალავი ღელვით მოისმინეს სომეხი ადამიანის განადგურებისკენ მიმართული თურქი ბოროტმოქმედების მიზნების, რისვაივაგლახით გადარჩენილი სომეხი ხალხის აღორძინების, სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენის და დედა სამშობლოს პროგრესის შესახებ მოსწავლეთა დეკლამაცია. ლიტერატურული მონტაჟი დაამშვენეს სკოლის მოსწავლეების - აიდა ბეზოიანის, ერნესტ სიმონიანის და სხვა მოსწავლეთა მიერ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერების მშვენიერმა შესრულებებმა. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინა ჟამკოჩიანმა მაღალი შეფასება მისცა მოსწავლეთა გამოსვლებს და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს მოსწავლეების პატრიოტიზმის სულისკვეთებით აღზრდისათვის. ღონისძიების დასკვნით სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ისაუბრა სომეხთა გენოციდის შემდეგ განვლილი 100 წლის პერიოდის შესახებ, ხაზი გაუსვა იმას, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი 50 წელი აკრძალული იყო ამ საშინელი დანაშულის შესახებ საუბარი, სომეხ ხალხს ყოველთვის ჩუმად ახსოვდა და სამართლიანობას მოითხოვდა. სულიერმა მამამ მაღალი შეფასება მისცა მსოფლიოს ყველა ქვეყნის რეაგირებას გენოციდის საშინელებებზე და იმედი გამოთქვა, რომ დადგება სასურველი სამართლიანობის გამარჯვების დღე. ემოციური და გამამხნევებელი ღონისძიებისათვის მადლიერება გამოხატეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა და პროფესორმა ემა ახტიანმა. თბილისის სომხურ სათვისტომოში გრძელდება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. |