1geo

fb you od

სკოლის ბოლო ზარი და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

2015 წლის 30 მაისს, თბილისის 104- სომხური საჯარო სკოლის 2014-15 სასწავლო წლის გამოსაშვები კლასის გამოსამშვიდობებელი ზეიმი იყო. სკოლის დარბაზი ვერ იტევდა დღესასწაულზე დასწრების ყველა მსურველ. კურსდამთავრებულთა მოსალოცად იყვნენ მოსული საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიან, გაზეთვრასტანისრედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და სხვები.

დარბაზში საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიისსურბ მოვსეს ხორენაცისაბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, რომლებმაც სკოლაში უნდა შეცვალონ მე-12 კლასელები, მასწავლებლები ოქსანა შაროიანის, ოქსანა ოსიპოვას და დირექტორ ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით. ბავშვები ლამაზ ეროვნულ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი. მათ მიულოცეს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება, უსურვეს წარმატებები დაჰპირდნენ, რომ იქნებიან მათი ღირსეული შემცვლელებ.

კურსდამთავრებულებმა სიმღერით, ცეკვით, ლექსები შექმნეს სადღესასწაულო განწყობა, მადლიერება გამოუხატეს და თაყვან სცეს დამრიგებელ ალინა ავეტიანს, დირექტორ ირინა ჟამკოჩიანს, სასწავლო ნაწილის გამგე ალმარი სირადეგიანს, ყველა მასწავლებელს სათითაოდ, ბოდიში მოუხადეს მათ ბავშვური ცელქობებისათვის და მადლობა გადაუხადეს- მიღებული ცოდნისათვის. კურსდამთავრებულებს სიმწიფის ატესტატის მიღება მიულოცეს მასწავლებლებმა, მეგობრებმა, სტუმრებმა.

სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა მიულოცა კურსდამთავრებულებს, მათ ყოველივე საუკეთესო უსურვა და ყველა ოცნების აღსრულება. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აცნო დამსწრეებს, რომ სკოლის კურსდამთავრებული ჟანა მიკირტუმიანი, 12 წლის განმავლობაში წარჩინებული სწავლისა და გამოსაშვები გამოცდის წარჩინებით ჩაბარებისათვის, ეღირსა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოქროს მედალ.

104- სომხური საჯარო სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის 12 კურსდამთავრებულს 2015-2016 სასწავლო წელს ჩაანაცვლებს 25 პირველკლასელი, 13 მათგანი საქართველოს სომეხთა ეპარქიისსურბ მოვსეს ხორენაცისაბავშვო ბაღის აღსაზრდელია. „ვანქის“ (მონასტრის) უძველეს სკოლაში ღონისძიება დასრულდა მშობლიური ენის, ეროვნულობის შენარჩუნების სურვილებითა და სიამაყის გრძნობით.

DSC03215 DSC03233 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)