1geo

fb you od

გამოფენა რიბრიკით "კომიტასი მე -20 საუკუნის სომეხ მხატვართა თვალით“ "ჰაიარტუნ"ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

komitas 

2015 წლის 7 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დღესასწაული აღინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, სასულიერო პირთა მონაწილეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა იქადაქა დღის საიდუმლოზე, მაღალი შეფასება მისცა თბილისში „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის არსებობას. მილოცვის შემდეგ ეკლესიის ეზოში გაიმართა შესაწირის კურთხევა და დარიგება ხალხისთვის.

შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, სომეხი და ქართველი მხატვრების, ერევნიდან და ნორვეგიიდან ჩამოსული სტუმრების თანხლებით, დაათვალიერა „ჰაიარტუნ“ ცენტრში ორგანიზებული „კომიტასი მე-20 საუკუნის სომეხ მხატვართა თვალით“ გამოფენა .

 გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო მხატვრების - სარგის მურადიანის, სურენ საფარიანის, გრიგორ აღასიანის, ტიგრან თოქმაჯიანის, ზარუჰი მურადიანის, სტეფან ანდრანიკიანის, ჰენრიკ მამიანის და ჰენრიკ სირავიანის ფანქრით შესრულებული და ფერწერული ნამუშევრები, სომეხთა გენოციდის თემაზე, კერძოდ კომიტას ვარდაპეტზე.

გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის, ერევნის „სარგის მურადიან“ გალერეის და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მიერ. გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ცხონებულ მხატვარ სარგის მურადიანის ქალიშვილები - ზარუჰი და გოჰარ მურადიანები.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა აღნიშნა, რომ გამოფენა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთ-ერთი ხსოვნის ღონისძიებაა.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანმა,საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველმა კარენ მელიქიანმა, გამოფენის იდეის ავტორმა არსენ ხარატიანმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ქართველმა მხატვრებმა გია მარკოზაშვილმა და ჯოვანი ვეფხვაძემ დაწვრილებით ისაუბრეს ფერწერის მეშვეობით სომხური მუსიკალური ცხოვრების ტრაგედიის გამოსახვისა და გენოციდის წლებში კომიტას-გენიის გადატანილი გრძნობების გამოსახვის ყოველი მხატვრის მიდგომის შესახებ.

 "სარგის მურადიან" გალერეის დამაარსებელმა ზარუჰი მურადიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა გამოფენის ორგანიზატორებს და ქართველ მხატვრებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავის გამოსვლაში შეეხო   სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს, ხაზი გაუსვა კომიტას-გენიის განადგურებას ადამიანური თვალსაზრისით და ტერიტორიულად არარატის დაკარგვას.

გამოფენილი ნამუშევრების ჰარმონიაში დარბაზში გავრცელდა კომიტასის ნაწარმოებების მელოდია, ერევნიდან სპეციალურად ჩამოსულ მევიოლინე მანან გარუკიანის შესრულებით.

"კომიტასი მე -20 საუკუნის სომეხ მხატვართა თვალით“ გამოფენა გრძელდება.

11312674 1625653377650636 851507961453851915 o DSC03394 DSC03406 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)